ჟაკეტების თანამედროვე არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, ყველანაირი ფიგურის, ცხოვრების სტილის და გემოვნების ადამიანებისთვის მოიძებნება იდეალური ვარიანტები. ამ სტატიაში იმ მოდელებს შემოგთავაზებ, რომელიც შენი ფიგურის ღირსებებისათვის ხაზის გასმაში დაგეხმარება.

ზონა: მუცელი

$99.99 www.jcrew.com

თუ შენ მუცლის დამალვა გინდა, ეს ლურჯი ჟაკეტი შეგიძლია შეიძინო J. Crew-სგან. ღილების ორი მწკრივი და წელში გამოყვანილი თარგი სხეულის ზედა ნაწილს ვიზუალურად ათხელებს.

ზონა: მკერდი

$34.99 www.jcpenney.com

მინიატურული მკერდის მფლობელი თუ ხარ, შეგიძლია დამატებითი მოცულობის მქონე დეტალებით გაფორმებულ ჟაკეტებს მიანიჭო უპირატესობა.

მაგალითად, ამ  ჟაკეტის გრძელი ტალღოვანი საყელო მკერდის ხაზს გამოკვეთავს და მოცულობას დაუმატებს.

ზონა: მკლავები

$107.82 www.us.asos.com

თუ მკლავების დემონსტრირება არ გინდა, თავისუფალი სტილის, ჭუპრის ფორმის ჟაკეტებს უნდა მიანიჭო უპირატესობა. ორიგინალური თარგის გამო ასეთი ტანსაცმელი იდეალურად ფარავს მკლავის ზედა ნაწილს. ვინაიდან ასეთი ჟაკეტები ძალიან განიერია, უკეთესი იქნება, თუ  ტანზე მომდგარ ზედასთან ერთად კომბინაციაში ატარებ. ეს თეთრი, ნაქსოვი ჟაკეტი იდეალური ვარიანტია ზამთრისათვის.

გამხდრებისთვის

$185.00 www.piperlime.gap.com

მათთვის, ვინც გამხდარია, ეს მბზინავი, გრძელი, გლამურული ჟაკეტი შევარჩიე. იმისათვის, რომ შენი სხეული თავისუფალი თარგის გამო არ დაზარალდეს, კარგი იქნება, თუ წვრილ, მუქი ფერის ქამარს შეუხამებ.

ზონა: მკერდი

$98.00 www.tommybahama.com

თუ შენ დიდი მკერდი გაქვს, მაშინ შენთვის ნაცნობი იქნება ის პრობლემა, რაც ღილებიანი ზედატანების შეკვრას ახლავს თან. იმედია,  ეს დატალღულკიდეებიანი, უღილებო ჟაკეტი მოგეწონება, რომელიც არ შეგზღუდავს მოძრაობისას და შენი მკერდის სილამაზეს გაუსვამს ხაზს.

პატარა ზომის გოგონებისთვის

$15.00 www.peppermintpark.com

მინიატურული გოგონებისთვის ეს ორიგინალური, ნაქსოვი ჟაკეტი გამოდგება. იმის წყალობით, რომ წინა მხრის კალთები მხოლოდ წელამდეა და ნელ-ნელა გრძელდება, სიმაღლის  ილუზიას ქმნის.

ზონა: თეძო

$34.00 www.urban1972.com

თუ გადაწყვეტ, რომ შენი ქალური, მომრგვალებული თეძოები დამალო, უპირატესობა მოკლე ჟაკეტებს უნდა მიანიჭო. თეძოს სიგრძის ჟაკეტმა ვიზუალურად შეიძლება უფრო მოამრგვალოს შენი ფორმები. მაგალითისათვის ამ ელეგანტურ, თეთრ-შავ ჟაკეტს შემოგთავაზებ, რომელიც აქცენტს შენს წელზე გადაიტანს და არა თეძოებზე.