Home მოტივაცია & პოზიტივი

ზამთარში ჩვენი ტანსაცმლის რაოდენობა და მოცულობა იზრდება, გარდერობი კი სამწუხაროდ, იგივე ზომის რჩება. შედეგად, საყვარელი სვიტრის მოძებნა რთულდება იმის გამო, რომ ერთ თაროზე ძალიან ბევრი ტანსაცმელია შეკუჭული. ამის თავიდან ასაცილებლად და კარადის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ.

toss-take-sexandthecity

გათავისუფლდი ზედმეტი ნივთებისგან

შეინახე

საზაფხულო /თხელი ტანსაცმელი  და ფეხსაცმელი გადადე, შემდეგ ცალკე კონტეინერებში ჩაალაგე და შეინახე. ასე კარადაში საკმაოდ დიდი ადგილი გამოთავისუფლდება.

მოიშორე

ტანსაცმელი, რომელიც ერთ წელზე მეტია არ ჩაგიცვამს, დიდი შანსია, აღარასოდეს ჩაიცვა. ასევე ყველა ის ნაჩუქარი ნივთი, რომელიც აგერ უკვე ბევრი წელია კარადაში დევს იმის იმედით, რომ ოდესმე მოგეწონება და გამოიყენებ.

იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო სახალისო გახდეს და თან ობიექტური შეფასებები მიიღო, რომელიმე მეგობარი დაიხმარე. მოისინჯე ტანსაცმელი, მოაწყე მინი-დეფილე და ერთად გადაწყვიტეთ, რომელი ნივთის დატოვება ღირს და რომლის – არა.

გარდერობი

დაახარისხე ტანსაცმელი

ფერის და სისქის მიხედვით.

საკიდებზე დაკიდებისას ვიწყებთ თხელი/ღია ფერის სამოსით და მივდივართ მუქისკენ ისე, რომ მარცხნივ ყველაზე თხელი/ღია ფერის ნივთები ეკიდოს, მარჯვნივ მუქი ფერის/სქელი ნაქსოვი სვიტრები და პიჯაკები. მაგალითად, მარცხნივ კიდია შედარებით თხელი მაისურები ღია ფერიდან მუქისკენ, შემდეგ სქელი სვიტრები/ჟაკეტები ისევე ღია ფერიდან მუქისკენ. ასე კარგად გამოიკვეთება სად მთავრდება ერთი ტიპის ტანსაცმლის ზონა და იწყება მეორე.

ტანსაცმლის ტიპის მიხედვით

მაისურები ერთად, სვიტრები ერთად, შარვლები და ლეგინსები ერთად და ასე შემდეგ, ისე, როგორც შენ ჩათვლი მოხერხებულად.

– მე მაგალითად გრძელ სახელოიანი სვიტრები და შედარებით თხელი, მაგრამ გრძელ სახელოიანი მაისურები მიდევს ერთად, იმიტომ რომ სვიტრის შიგნით აუცილებლად ვიცვამ მაისურს და დილით უცებ ვარჩევ ფერების მიხედვით.  ნაქსოვი ჟაკეტებისთვის ცალკე თარო მაქვს გამოყოფილი, რადგან ძალიან ბევრი მაქვს და ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის. ჟაკეტების გვერდით კი თხელი მაისურები დევს, იმიტომ რომ ჟაკეტებთან ამათ ვიცვამ.

საკიდი VS თაროები

ერთი შეხედვით, თითქოს მოსახერხებელია ყველაფრის საკიდებზე დაკიდება, ასე უფრო კომპაქტურად თავსდება ტანსაცმელი, მაგრამ, მეორე მხრივ, სივიწროვის გამო ასევე ადვილად იჭმუჭნება.  საკიდებზე უმჯობესია ის ნივთები დაკიდო, რომელიც ადვილად იჭმუჭნება. მაგალითად კაბები,  თხელი ქსოვილისგან შეკერილი  შარვლები, პიჯაკები. ნაქსოვი სვიტრები აუცილებლად დაკეცე და თაროებზე მოათავსე.  ასევე შეგიძლია მოექცე ჯინსებს, მაისურებს და სხვა ნივთებს.

untitled-1-9

გამოიყენე კალათები

  • გასარეცხი ტანსაცმელი ცალკე კალათაში მოათავსე, რომელსაც სააბაზანოში ან სადმე სხვაგან და არა კარადაში მიუჩენ ადგილს.
  • სპორტული, სალაშქრო და სამუშაო ტანსაცმლისთვის დიდი  ან რამდენიმე პატარა  კალათი გამოყავი. როგორც წესი, ისინი ყოველდღიურად არ გჭირდება, ამით  ადგილსაც დაზოგავ და თან, საჭიროების შემთხვევაში, შედარებით არაპრეზენტაბელური ნივთების მოსაძებნად, რომლებიც გასაფუჭებლად არ დაგენანება, მთელი კარადის გამოქექვა არ მოგიწევს.
  • იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საკიდები არ გაქვს, ზამთრის აქსესუარები უმჯობესია კალათში მოათავსო, ასე ისინი ნაკლებად დაიფანტება.

აქსესუარები

81vgJOI6jpL._SL1500_

შარფები, ქუდები და ხელთათმანები ის ნივთებია, რომელიც ყველაზე ადვილად იკარგება და ირევა ერთმანეთში, ამიტომ ჯობია, ფული არ დაინანო და სპეციალურად მათთვის იყიდო საკიდი. მაგალითად ამაზონზე სულ რაღაც 10$-ის ფარგლებში მშვენიერი საკიდების ყიდვა შეიძლება.

შარფებისთვის კი ჩემი აზრით,  ეს საკიდია იდეალური.

იყავი კრეატიული

დამატებითი კალათები შეიძლება მოათავსო კარადაში, საკიდების ქვეშ.

untitled-1-11

ან  ტუალეტის მაგიდას დეკორატიული ფარდები გაუკეთო და მის ქვეშ მოათავსო ნივთები.

101512861.jpg.rendition.largest

მეტი სიმარტივისთვის, კალათებს შეიძლება დააწერო ოჯახის წევრების სახელები, გაუკეთო მხიარული ნახატები ან დააკრა ფოტოსურათები.

mla101106_gt07_fam_org_bins_xl

თუ სივრცე არასაკმარისია, კალათები შეგიძლია კედელზეც დაკიდო.

organize-hall-space-1-0110-lgn

როგორც ხედავ, სულ ცოტაოდენი ძალისხმევა და კარადაც მოწესრიგდება.

წარმატებებს გისურვებ!

შენ რას იტყვი?