Dress code

კვლევებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი თითქმის ორჯერ ნაკლებია ვიდრე მამაკაცის. ამასთან, ქალს მეტი ძალისხმევა სჭირდება თავის დასამკვიდრებლად: თავს უნდა მოუაროს, სახლს მიხედოს და გარდერობის მიმართაც არ უნდა მოადუნოს ყურადღება. კიდევ რამდენ დამატებით ფუნქციას ითავსებ? თუმცა ქალს შეუძლია ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყოველი სამსახურში წასვლა კი დღესასწაულად აქციოს… კაგი, შევთანხმდეთ, ხანდახან დღესასწაული პლედში გახვევა და ერთადერთი საქმე – უსაქმურობა უფრო მეტადაა, ვიდრე ნახევრადმძინარე “დღეს რა ჩავიცვა?” კითხვით მოსიარულე ზომბი, მაგრამ ყველაფერს ნათელი წერტილით შევხედოთ.

არსებობს სხვადასხვაგვარი დრეს კოდი, რომელიც დამოკიდებულია სამსახურის სპეციფიკაზე. ზოგიერთ სამსახური სულაც არ მოითხოვს ჩაცმის გარკვეულ წესებს, თუმცა არსებობს ჩაცმულობის მარტივი ხრიკები უნებურად განსჯის საგანი რომ არ გავხდეთ, რამდენიც არ უნდა ვაპროტესტოთ, ვიზუალური მხარე ერთ-ერთი პუნქტია რითაც ნებით თუ  უნებურად ვაფასებთ ერთმანეთს.

  1. თუ ექსპერიმენტების მოყვარული ხარ, შეგიძლია სამოსის რამოდენიმე ფენა გამოიყენო – აუცილებელი არაა კომბოსტოს დაემსგავსო, მაგრამ ამით ცივი სეზონის სუსხსაც თავიდან აიცილებ.

Dress code

  1. აქსესუარები ყველაზე ადვილი და კარგი საშუალებაა ჩაცმულობის გასამდიდრებლად. თუნდაც განსხვავებულად შეკრული ქამარი შენს სტილს განსაკუთრებულობას შესძენს.

Dress code

  1. კარგად გადათამაშებული ფერების თუ ნახატის კომბინაციით ერთდროულად გამოამჟღავნებ პროფესიონალიზმს და სტილს.

Dress code

  1. კლასიკური კომბინაცია – არაკლასიკური ფერებით – შენს განსხვავებულ ხასიათს გამოავლენს.

Dress code

  1. შეძინე უმკლავო კაბას ეშხი, შეუფერე პერანგი, სვიტერი ან თვალისმომჭრელი აქსესუარი მეტი გლამურისთვის.

Dress code

რამდენიც არ უნდა ვწეროთ სტილზე, ჩაცმულობის დაწერილ თუ დაუწერელ კანონზე,  შეიძლება ბანალური ნათქვამია, მაგრამ ყველაზე კარგი სამკაული ღიმილი და განწყობაა. იყავი კომფორტულად საკუთარ სხეულში და დამიჯერე თავს ყოველთვის შეუდარებლად იგრძნობ.