Home სტილი

ნინი ქეის მაღაზიას ძალიან დიდი ხნის წინათ, ჩემი საყვარელი თბილისის უძველეს უბანში, მორიგი სეირნობისას გადავაწყდი. მას შემდეგ ხშირად ვსტუმრობდი ამ პატარა ბუტიკს და ნინის ხელნაკეთი ქუდების სილამაზით ვტკბებოდი. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია ნინის მაღაზია თბილისში დაიკეტა და ამ მშვენიერი ქუდების ხილვა მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი.

მოგეხსენებათ, ნინის ქუდები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. ცნობილი ვარსკვლავები უპირატესობას ანიჭებენ ხელნაკეთ აქსესუარებს, ამიტომ ბევრი მათგანი შეიძლება ვიხილოთ ნინის ქუდებით დამშვენებული.

ნინიმ სულ ახალი, 2014 წლის ზამთრის კოლექცია უამრავი პოპულარული დიზაინის თავსაბურით გაამდიდრა, ფოტოსესიაში კი თავად, საკუთარ შვილებთან ერთად გამოჩნდა.

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?