ის არ არის არისტოკრატული წარმოშობის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გამხდარიყო პრინცესა.

არც ზღაპრული სილამაზე აქვს, მაგრამ შეუძლია საათობით იღიმებოდეს და ეს მისდამი ყველას დადებითად განაწყობს.

ქეითი საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. მფრინავმა მამამ და ბორტგამცილებელმა დედამ შვილებს იდეალური განათლება მისცეს. სწორედ ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სენტ ენდრიუს უნივერსტეტში სწავლისას გაიცნო ქეითმა უილიამი. პრინცი იხსენებს, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა უნივერსტეტში გამართულ დიზაინერ შარლოტ ტოდის ჩვენებაზე გამოსულ ქეითს. თუ ამ ფაქტის ამსახველ ფოტოს მოიძიებ, დარწმუნდები, რომ ქეითი არც თუ ლამაზი იყო. რას გაუგებ ინგლისელებს.

მას Waity Katie-ს (მომლოდინე ქეითი) უწოდებენ. ის 8 წლის განმავლობაში მოთმინებით იტანდა პრინც უილიამის დაუსრულებელ სასიყვარულო თავგადასავლებს და მასთან დაბრუნებულ პრინცს ღიმილით და სიყვარულით ეგებებოდა. დაუფასდა კიდეც ლოდინი – ის ამჟამად კემბრიჯის პრინცესაა, ინგლისის სამეფო ოჯახის წევრი, ტახტის მემკვიდრის მეუღლე.

Prince-William-Kate-Official-Tour-Portrait-prince-william-and-kate-middleton-23178414-1222-843

პრინცესამ კარგად იცის რა ჩაიცვას. მისი სამოსი ყოველთვის იდეალურად შეესაბამება მის სხეულს, ყოველთვის ჰაეროვანი და პრინცესას შესაფერისია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ქეითს შეუძლია 60  დოლარიან კაბაშიც კი იდეალურად გამოიყურებოდეს. მე მის კაბებზე არ მინდა შევაჩერო შენი ყურადღება. ტყუილად არ მოვიხსენიე ამ პოსტის სათაურში კონკია. მეც იმ ქალების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც ფეხსაცმელი მნიშვნელოვანი დეტალია ჩაცმულობაში. ამიტომ როცა ვინმეზე დაკვირვებას ვიწყებ, დიდ ყურადღებას ვაქცევ რა აცვია ფეხზე. პრინცესა ამ მხრივ ძალიან საინტერესოა.


ქეითი უპირატესობას ანიჭებს LK Bennett-ის ელეგანტურ ხორცისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომლის შეძენა ნებისმიერ მოკვდავს შეუძლია 195 £-ად. დამეთანხმები, რომ ეს არც თუ ისე მაღალი ფასია. ეს ფეხსაცმელი ფაქტობრივად შეუცვლელია პრინცესასთვის. ის ეცვა აზიის ტურში მიღებაზე სინგაპურის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ახლადგამოყვანილ ორქიდეას კემბრიჯის პრინცის და პრინცესას სახელი უწოდეს. პრინცესას საყვარელი “ტანგეტკაც” LK Bennett-ისაა და საერთოდ ამ ბრენდს ის აქტიურად ატარებს. Stuart Weitzman-ის რამდენიმე ჩექმაცაა მის გარდერობში.


თუ პრინცესა საზოგადოებაში თავისუფალ სტილში ჩაცმული ჩნდება, მას ძირითადად Frenchsole-ის “ბალეტკები აცვია. ჟურნალ ParisMatch-ის გარეკანზე ის Penelope Chilvers-ის ჩექმით გამოჩნდა. ხშირად აცვია შუზები, რომელიც ონლაინ-მაღაზია nordstrom-ის ექსკლუზივია.

ყველაზე პრინცესული, რაც ქეითს ოდესმე სცმია, Jimmy Choo-ს სანდლებია, რომელიც პრინცესას პირველად ლონდონის ოლიმპიური თამაშებისამდი მიძღვნილ საღამოზე ეცვა. მათი ღირებულება 795 $-ია. საერთოდ, ამ დღეს პრინცესა შეუდარებელი იყო.


და ბოლოს, რა ეცვა პრინცესას ქორწილში, ეს თითქმის ყველამ იცის, მაგრამ მაინც, ეს იყო მაქქუინის თეთრი სადედოფლო უნაკლო, დახვეწილი და ულამაზესი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.