2014 წელს Miu Miu “colour blocking” თემას აქტიურად იყენებს. ბრენდი ისეთი ფერების შეხამებას გვთავაზობს, რაც ალბათ ხშირად წარმოუდგენლად მიგაჩნია. კლასიკური, ნაზი კაბები და უხეში გრძელი წინდები ისეა ერთმანეთს მორგებული, რომ საერთოდ არ ეუცხოება თვალს.

ალბათ, თვალში მოგხვდა კვადრატის ფორმის ფერადი ჩანთა, რომელიც კიდევ უფრო არ ჯდებოდა საერთო გამაში.

ასევე Miu Miu–ს ჩვენებაზე გამოიკვეთა მაღალყელიანი თასმებიანი ფესაცმელი, რომელმაც მოდის კრიტიკოსების ყურადღება მიიქცია.

„colour blocking“ ძალიან აქტუალურია მოდის სამყაროში, თუმცა დიდი ხანია არავის შეუხამებია ფერები ისე, როგორც ეს Miu Miu–მ შეძლო. თუ სამოსში მკვეთრ ფერებს იშვიათად, ან საერთოდ არ იყენებ (ჩვენთან ხომ შავი, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, ძალიან პოპულარულია), შეგიძლია აქსესუარებით მაინც გაამხიარულო შენი ჩაცმულობა ისე, როგორც ეს Miu Miu–მ წარმოგვიდგინა. წარმატებები ექსპერიმენტებში.