Home სტილი

Victoria’s Secret-ის მოდელები მართალია ხშირად არ მონაწილეობენ სხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიებში, მაგრამ მირანდა კერი გამონაკლისია.

ის მუდმივად დაკავებულია, მას იღებენ მოდური კალენდრებისთვის, Look-book–ებისთვის და ხშირად ამშვენებს ჟურნალების გარეკანსაც.

ამჯერად ის გადაიღეს Bally-ს საგაზაფხულო კოლექციისთვის. 2012 წლის სარეკლამო კამპანიაში მასთან ერთად მონაწილებდნენ: Julia Stegner, Cedric Bihr და Robert Konjic.

ავტრალიელი მოდელი მირანდა კერი მართლაც რომ განსაცვიფრებლად გამოიყურება, დახვეწილ და მოდურ სამოსში. კოლექციაში წარმოდგენილია დახვეწილი კოქტეილის კაბები, სწორ სილუეტიანი ქურთუკები და ლამაზი საზაფხულო ტანსაცმელი.

მან ასევე წარმოადგინა Bally-ს კლასიკური ჩანთების კოლექციაც, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმირი მოდის მოყვარულის გარდერობს დაამშვენებს.

Bally-ს 2012 წლის საგაზაფხულო სარეკლამო კამპანია, გადაიღო ფოტოგრაფმა: Norman Jean-მა რომელიც აგრეთვე მუშაობს ჟურnალებისთვის Vanity Fair და Vogue. ფოტოები გადაღებულია მთებში, ფანტასტიკური ხედების ფონზე, ძაღლებთან და თხებთან ერთად. ეს უკანასკნელი გამოსახულია კომპანიის ემბლემაზეც.

მაიკ ჰერცმა Bally-ის შემოქმედებითმა დირექტორმა განაცხადა: “ამ სეზონის კოლექცია გვინდოდა სტუდიის გარეთ გვეჩვენებინა, ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლები ძალიან მნიშვნელვანია, გვსურს უკეთ გაგაცნოთ თხა, როგორც ჩვენი ბრენდის ლოგოს ემბლემა. ჩვენ გვინდოდა, რომ სურათები გამოსულიყო მომხიბლავი და ღიმილის მომგვრელი.

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?