ოფიციალურ დაჯილდოებებზე ქალბატონებს ყოველთვის უამრავი ყურადღება ეთმობა, დაჩაგრული მამაკაცები კი მეორე პლანზე რჩებიან. გადავწყვიტეთ, ეს უსამართლობა გამოვასწოროთ და ”ოქროს გლობუსი 2014”-ზე დამსწრე მამაკაცთა ჩაცმულობას გადავხედოთ. ცოტამ თუ იცის, რომ მამაკაცთა ჩაცმულობას შეფასების ისეთივე მკაცრი კრიტერიუმები აქვს, როგორიც ქალბატონებისას.

საღამოს გმირი, მამაკაცის მთვარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ლეონარდო დი კაპრიო გახდა. იგი ე.წ. ”ჰოლივუდელ უიღბლოთა” რიგებს ავსებს კარიერის მანძილზე სხვადასხვა ჯილდოებზე წარდგენილი ოცდაათამდე ნომინაციითა და მხოლოდ სამი გამარჯვებით. იმედია, ეს ყველაფერი დროებითია და წელს ლეოს ”ოსკარის” კაცუნით ხელდამშვენებულს ვიხილავთ.

რაც შეეხება მის ჩაცმულობას, არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ მისი ზედმეტად კონსერვატიული სმოკინგი, არასწორად შერჩეული პერანგით და ტიპური შეცდომით, რომელიც წითელ ხალიჩაზე სეირნობაში გაწაფულ კევინ სპეისსაც გამოეპარა: სმოკინგთან მაჯის საათს არ ატარებენ!

მიუხედავად ამისა, დი კაპრიო ბედნიერია, ხოლო ბატონი კევინი გამორჩეულია შავი, ხავერდის სმოკინგით და წვრილი, მოდური ჰალსტუხით.

დრესკოდი მკაცრია, მაგრამ ჰოლივუდი ყველაფერს საკუთარ ელფერს სძენს. სმოკინგის მოსაწყენი შავი – მუქი მწვანე ხავერდით შეცვალა მეთიუ მაკკონაჰიმ, აშერმა კი მუქი ღვინისფერი სმოკინგი და შავი პერანგი ამჯობინა.

ჯარედ ლეტომ ორიგინალურად შემოსვა სცადა და შავი შარფი მოირგო, თუმცა შარვლის კოჭებამდე სიგრძე კლასიკურ ფეხსაცმელზე სასაცილოდ და უცნაურად ჩანს.

ჯარედ ლეტო

წესების დარღვევაში ბადალი არ ჰყავს ჯგუფ U2-ს: არანაირი ბაფთა, ჯინსის შარვალი, ფერადი ფეხსაცმელი და იასამნისფერი სათვალე. ამ სიის მიუხედავად, შეუძლებელია მოედავო – მათ სტილის ორგანული შეგრძნება აქვთ.

U2

მიუხედავად სმოკინგის არასწორი ზომისა, მზის სათვალე-მორგებული მაიკლ ფასბენდერი თავს ლაღად გრძნობს.

მაიკლ ფასბენდერი

შეუდარებელია მარტინ სკორსეზე ორბორტიანი, კარგად შერჩეული სმოკინგით და განწყობით, რომელსაც თავის გარშემო ქმნის.

მარტინ სკორსეზე

წითელ ხალიჩაზე მშვენივრად გამოიყურება მაიკ ტაისონი სმოკინში ფლორისტული ორნამენტით და სწორად შერჩეული პერანგით.

განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ ბრედლი კუპერის და კრის პაინის წარმატებულად შერჩეული ჩაცმულობა: სადა, დახვეწილი, არაფერი ზედმეტი. თუმცა ისევე, როგორც მამაკაცთა უმეტესობას, ერთი შეცდომა მათაც გაეპარათ: სმოკინგთან ლაქის ფეხსაცმელს არ იცვამენ.

ბრედლი კუპერი

კრის პაინი
შექებას იმასახურებს ”თორის” ვარსკვლავი კრის ჰემსვორტი ორიგინალური ნაქარგით გაფორმებული, ლურჯი ხავერდის სმოკინგით.

კრის ჰემსვორტი და ელსა პეტეკი
ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ჰოლივუდელი ვარსკვლავი მამაკაცები ქალბატონებს არ ჩამოუვარდებიან ჩაცმა-დახურვის სიყვარულში.

ადამ სკოტი
ადამ სკოტი
ტაი ბარელი
ტაი ბარელი
აარონ პოლი
აარონ პოლი
კრისტოფ ვოლცი
კრისტოფ ვოლცი
მეთ დეიმონი და ლუსიანა დეიმონი
მეთ დეიმონი და ლუსიანა დეიმონი
ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუენ-ტატუმი
ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუენ-ტატუმი
ორლანდო ბლუმი
ორლანდო ბლუმი
აარონ ეკჰარტი
აარონ ეკჰარტი
ნაომი უოტსი და ლივ შრაიბერი
ნაომი უოტსი და ლივ შრაიბერი