27 იანვარს, საღამოს 6 საათზე, კაფე-ბარ Rules-ში გაიმართა დიზაინერ მაია მიქაშავიძის კიდევ ერთი არტ-ივენთი, რომელიც 29 იანვარს დასრულდა.

წარმოდგენილი იყო დიზაინერის ახალი კოლქცია  “აბაია”. გამოფენას ყავდა უამრავი დამთვალიერებელი, მის გახსნაზე კი თავი მოიყარა თბილისურმა ელიტამ, რომელის დიდი ნაწილიც მაიას სამკაულების თაყვანისმცემელი და აქტიური მომხმარებელია. მისი სამკაულები ამშვენებთ  ცნობილ ქალბატონებს : ნანა შონია, ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ფაცაცია და უამრავ სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალის ბევრნაირი ტიპი არსებობს ამქვეყნად, ზოგს ზოგადად უყვარს სამკაულები, ზოგი მხოლოდ ოქროს სამკაულს ატარებს, ნაწილი ბიჟუტერიას ანიჭებს უპირატესობას. ისეთ ქალებსაც შევხვდებით, რომელთაც ყური არ აქვთ გახვრეტილი და მაჯის სააათსაც არ ატარებენ.

თუმცა ვერც ერთი მანდილოსანი ვერ დარჩება გულგრილი მაია მიქაშავიძის სამკაულთა სილამაზის მიმართ.

თვით ყველაზე პრეტენზიული და გემოვნებიანი ქალბატონიც ამოარჩევს თავისი სტილისა და გემოვნების შესაფერის სამკაულს მისი ხელნაკეთი კოლექციებიდან.

გეგმები და მიღწევები

აქტიურად მართავს გამოფენა-გაყიდვებს, რადგან მის ბრენდზე თბილისში დიდი მოთხოვნაა, ხოლო მაღაზია კი ამ ეტაპზე საქართველოში არ გააჩნია. ასევე ჰქონდა წარმატებული გამოფენები ორჯერ პარიზში, მონმარტრზე, ერთხელ კი ჰოლანდიაში, ჰააგაში. ამჟამად აქვს უამრავი სამომავლო გეგმები, ერთი მათგანი კი ევროპაში მის მოღვაწეობას ეხება, თუმცაღა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე საიდუმლოდ ტოვებს.

მიმდინარე პროექტები

მაია თანამშრომლობს  ტელეკომპანია “იმედთან” და ერთ-ერთ სერიალში (გოგონა გარეუბნიდან) ეკა კახიანის გმირი მუდამ თვალწარმტაცი სამკაულებით დამშვენებული გვევლინება. მონაწილეობს საქორწინო სალონ “მარიონელას ” ფოტოსესიებში.

კოკურენცია

მაია თვლის, რომ ამ კატეგორიის სამკაულის დამზადებაში საქართველოში კონკურენტი არ ყავს.

“თუ დავინახე, რომ ვინმე ჩემზე უკეთ აკეთებს ამ საქმეს, დავიტოვებ ჰობის სახით და გადავინაცვლებ ისეთ სფეროში, სადაც ვიქნები პირველი. მიყვარს პირველობა.”

და კიდევ ერთი – მიუხედავად იმისა, რომ თავის მოვლისთვის არც თუ ისე დიდი დრო რჩება, მაინც ახერხებს იყოს მუდამ ფორმაში და გამოიყურებოდეს მომხიბლავად. ხოლო მისივე სამკაულები კიდევ უფრო მეტად ამშვენებს ამ ისედაც ლამაზ ქალბატონს.

 

თამარ ამილახვარი (“Rules”-ის მენეჯერი, არტ-ივენთის შესახებ):

“მსგავსი ივენთების მოწყობა მიღებულია დიდ ბრიტანეთში. ჩემი და გიორგი კალანდაძის ერთობლივი იდეა იყო მოგვეწყო ივენთები თბილისში, რომელიც წარმატებით განხორციელდა, ასეთ გამოფენებს მოყვება უამრავი ადამიანი, რომელიც ხდება შენი პოტენციური სტუმარი, ასე რომ მომავალშიც ვგეგმავთ ანალოგიურ  წვეულებებს.”