ClipperPearlHarvest

მარგალიტი (ბერძ. Margaritēs) — მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის (ზღვის — გვარი Pinctada ან მტკნარი წყლის — გვარი Margaritifera) სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის. ყველა სამკაულს უნდა გაფრთხილება, მათ შორის მარგალიტსაც, რომელსაც ასევე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლაც. მარგალიტის იოლად კარგავს ბზინვარებას, ამიტომ მისგან დამზადებული სამკაულები აუცილებლად ცალკე უნდა მოათავსოთ. კარგი იქნება თუ მათ შესანახად გამოიყენებთ შიგნიდან ზამშით გამოკრულ ზარდახშას. ის ორგანული ნივთიერება, რომელსაც ბუნებრივი მარგალიტი შეიცავს, დროთა განმავლობაში შრება, მკრთალდება და იყოფა შრეებად, ამიტომ მარგალიტის არსებობა რომ გავახანგრძლივოთ, არ უნდა მივცეთ მას დაბერების საშუალება. ეს სულაც არაა რთული თუ დავიცავთ გარკვეულ წესებს:

  • შესაძლოა გაგიკვირდეთ და მარგალიტს ძალიან უყვარს ადამიანის სხეულის სითბო, ამიტომ აუცილებელია სამკაულის ტარება.
  • სუნამოს პკურებისას გამოიყენეთ სიფრთხილე, რომ ამ დროს მათი შხეფები ზედ არ მოხვდეს;
  • არ არის რეკომენდებული მისი შენახვა ძალზედ ნესტიან ან მშრალ ადგილას;
  • დიდხანს მზეზე ყოფნისას ნუ გაიკეთებთ მას;
  • ტანის ლოსიონის წასმისას ან სხვა ჰიგიენური პროცედურების ჩატარებისას მოიხსენით სამკაული, რომ მათში შემავალმა სხვადასხვა ესენციამ ფერი არ უცვალოს მის ბუნებრივ ბრიზნავრებას;
  • თუმცა მარგალიტს უყვარს წყალი, მაგრამ აბაზანაში შესვლისას ან აუზში ცურვისას აუცილებელია მისი მოხსნა;
  • ნუ გაიკეთებთ მას სპორტული აქტივობის დროს;
  • ასევე გახსოვდეთ, რომ თამბაქოს კვამლისგან მარგალიტებმა შესაძლებელია ფერიც შეიცვალოს და დროთა განმავლობაში გაყვითლდეს.
Johannes Vermeer -ის ცნობილი ტილო - გოგონა მარგალიტის საყურით (1665 წ.)
Johannes Vermeer -ის ცნობილი ტილო – გოგონა მარგალიტის საყურით (1665 წ.)

გაითვალისწინეთ, რომ მარგალიტის ყელსაბამებს ყოველ 1-დან 3-წელში საჭიროა გამოეცვალოს ის ძაფი თუ ძუა რაზეც იგი იქნება აცმული. მარგალიტის სამკაულების მწარმოებელთათვის ეს დრო შეიძლება სხვადასხვა იყოს გამომდინარე იქიდან თუ რა მასალას იყენებენ ისინი, თუმცა ეს დრო მაინც დამოკიდებულია მარგალიტის ზომაზე, მის მოვლასა და ასევე იმ მასალაზე რითაც ის იქნება გაკეთებული. სწორად მოპყრობის შემთხვევაში მან შეიძლება საუკუნის მეოთხედით კი  გაძლოს გამოუცვლელად.

მარგალიტის გაწმენდა

გამკრთალებულ მარგალიტს ამუშავებენ ნახშირმჟავა კალიუმით, შემდეგ – ეთერით, მაგრამ ამის ჩატარებას თავად ნამდვილად არ გირჩევთ. კარგი იქნება და აუცილებელიცაა თუ მიმართავთ იუველირს. სახლის პირობებში კი  ბუნებრივი მარგალიტის ბზვინვარების აღდგენა შესაძლებელია თუ მას გარეცხავთ სუსტ საპნიან ხსნარში და შემდგომ გააპრიალებთ მარილმჟავით (1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა წყალზე). მარგალიტი შეიძლება ფრთხილად გააპრიალოთ კარტოფილის სახამებლითაც, მაგრამ ნებისმიერი სახის გაწმენდის შემდგომ მის გასაშრობად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი ან ცივი ჰაერის ნაკადი, რადგან ეს გამოიწვევს მათ გამოფიტვასა და გამოშრობას. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მათ გასაწმენდათ სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, რადგან დიდი ალბათობით შესაძლებელია მათ მარგალიტები დაშალონ. უმჯობესი იქნება თუ გაწმენდთ მშრალი აბრეშუმის ნაჭრით. გაითვალისწინეთ, რომ მარგალიტების გაწმენდა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ დიდი ხანი არ გიტარებიათ სამკაული.

თუ მარგალიტი გიყვართ, “ზარაფხანას” მარგალიტების ახალ კოლექციას აუცილებლად გაეცანით:

მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი;
ფასი:  1501 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი; ფასი: 1501 ლარი
მასალა: ოქრო, ბრილიანტი, მარგალიტი; ფასი:  1632 ლარი
მასალა: ოქრო, ბრილიანტი, მარგალიტი; ფასი: 1632 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი;
ფასი:  523 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი; ფასი: 523 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი;
ფასი:  2214 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი; ფასი: 2214 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი;
ფასი:  1200 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი; ფასი: 1200 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი;
ფასი:  1856 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი; ფასი: 1856 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი;
ფასი:  769 ლარი
მასალა: ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი; ფასი: 769 ლარი