Home მნიშვნელოვანი

“დროა ხალხი მიხვდეს, რომ დაუნის სინდრომი შეიძლება სექსუალური იყოს!”

მოდის სფერო მუდმივ გარდასახვას და ცვალებადობას განიცდის, მუდმივად იცვლება სტანდარტები, სტილი და ზოგადად, სილამაზის აღქმა. თუმცა არსებობს ცვლილებები, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრია სხვა მიმართულებით წაიყვანოს და უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

გაიცანი, ეს მედელინ სტუარტია, 18 წლის დაუნის სინდრომით დაავადებული გოგონა ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინიდან. იგი მოდელობისკენ მიისწრაფვის, უყვარს ცურვა, ცეკვა და თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს. მიუხედავად მისი გენეტიკური მდგომარეობისა, მედელინი დაუღალავად შრომობს იმისთვის რომ მან ამ რთულ ინდუსტრიაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს.

დედის, როსეინის დახმარებით, მედელინი რამდენიმე სამოდელო ქასთინგზეც იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ კი 18 კილო ფიტნესზე ორიენტირებული ცხოვრების წესის და ჯანსაღი კვების ხარჯზე დაიკლო.

მედელინი იმედოვნებს, რომ თუ იგი დასახულ მიზანს მიაღწევს, ეს მისი გენეტიკური მდგომარეობის შესახებ ყველანაირ სტიგმას დაამსხვრევს და საზოგადოების ხედვას საგრძნობლად შეცვლის.

“ვფიქრობ რომ, დროა ხალხი მიხვდეს, დაუნის სინდრომი შეიძლება სექსუალური და ლამაზი იყოს” – ამბობს მედელინის დედა ერთ-ერთ ინტერვიუში. “მათ ყველაფრის კეთება შეუძლიათ, უბრალოდ ამას საკუთარი ტემპით და გზებით აკეთებენ. მიეცით მათ შანსი და თქვენი მოლოდინი ნამდვილად გამართლებული იქნება” – განმარტავს როსეინი.

შენ რას იტყვი?