Home Events

“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია” – ესაა ახალი ქართული ბრენდის, MACHABELI-ს ფილოსოფია.

ბრენდის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკის ისტორიულ დარბაზში, ვინტაჟურ სტილში შესრულებული სამოსის სადებიუტო კოლექციით შედგა. კოლექციის სახელწოდებაა “Naphthalene” და გასული საუკუნის 90-იანი წლების იტალიური, ფრანგული და გერმანული ქსოვილებითაა შექმნილი, რომლებიც დიზაინერებმა მარიამ მაჩაბელმა და ნელიკო კობახიძემ პარიზსა და რომში თავად შეიძინეს.

კოლექცია შედგება სწორი, სადა და წელზე აქცენტირებული კაბებისგან. კაბებს ენაცვლება ვიწრო შარვლები და ფართოსალტიანი, გაშლილი ბოლოები თავისუფალი ზედებით, რომლებიც გაფორმებულია დიდი ჯიბეებით. გამოყენებულია ჭრელი ფერები, სხვადასხვა ფაქტურის მატერიები ორიგინალური პრინტით, დიზაინერებმა ერთი შეხედვით შეუთავსებელი ქსოვილების შეხამებაც სცადეს. კოლექციაში ლაქის, სხვადასხვა ფორმის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია გამოყენებული, აქსესუარებად კი საყურეები და მზის სათვალეები შეირჩა.

კოლექციაში ხაზგასმული არაა კონკრეტული სილუეტი ან თემა, შთაბეჭდილება რჩება, რომ მოდელები სხვადასხვა ეპოქიდან და ქვეყნიდანაა ამოკრეფილი, რაც მცირედ არღვევს მთლიანობის შეგრძნებას.
ახლადშექმნილ MACHABELI GROUP-ს ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს. მისი სახელით ღვინის წარმოებაც იგეგმება. ვულოცავთ დებიუტს, წარმატებას ვუსურვებთ და სიახლეებს ველით.

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?