„ეს იყო არაჩვეულებრივი“ – მარტივად, სამი სიტყვით შეაჯამა მარკ ჯეიკობსმა თავისი 16-წლიანი მოღვაწეობა ლუი ვიტონის მოდის სახლის დიზაინერის პოზიციაზე. ამ ჩვენების შემდეგ ის, როგორც დიზაინერი, ტოვებს თანამდებობას და აღმასრულებელ დირექტორად გადადის.

ეს იყო ექსცენტრული ჩვენება, ორიგინალური პერფორმანსებით და დეკორაციებით. შადრევანი, რომლის გარშემოც პოდიუმი იყო მოწყობილი, ლუვრის მუზეუმის ერთ-ერთი შადრევნით იყო შთაგონებული.

ლუის ვიტონის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, რომლის ჩვენებაც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა. პირველ რიგში მჯდომმა ამერიკული ვოგის რედაქტორმა ანნა ვინტურმა აღფრთოვანება ვერ დამალა და ოვაციებით ეგებებოდა მოდელებს.

რაც შეეხება ჯეიკობსის მიერ შემოთავაზებულ ტენდენციებს: შავი, შავი და შავი. ყველაფერი შავ ფერში: გამჭირვალე შავი, შავი ბრჭყვიალა დეტალებით, გრძელი შავი კაბა, პერანგები გრძელი სახელოებით და აქაც არავითარი დეკოლტე.

 

გამჭირვალე პერანგებსა და კაბებთან ერთად, კოლექციაში წარმოდგენილი იყო ტყავის ქურთუკები და ჯინსები ტრადიციული 1940-იანი წლებიდან. დიზაინერმა აღნიშნა, რომ ყველა დეტალი ძველია, წარსულიდან აიღეს, მაგრამ თანამედროვე ფორმა და სტილი მიცეს.


როგორც ჩანს, მოდური იქნება ორნამენტებიანი კოლგოტები და ელასტიკები.

როდესაც ლუი ვიტონის ახალ კოლექციას ნახულობ, შეუძლებელია, არ დაინტერესდე ჩანთების ახალი დიზაინით. ამ მხრივ რამე განსაკუთრებული ამ კოლექციაში არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე მათგანით მივიქცევთ თქვენს ყურადღებას.


ჩვენება სანახაობრივად მართლაც ძალიან ლამაზი იყო. მთავარი გზავნილი კი ისაა, რომ ჩვენთან ასე პოპულარული შავი ფერი, ისევ მოდური ხდება.