16 წლიანი მუშაობის შემდეგ ლუი ვიტონი დატოვა ლეგენდარულმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა. მარკის ხელმძღვანელობის პერიოდში ლუი ვიტონი გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ბრენდი. მისი ჩანთები, აქსესუარები, სამოსი ნებისმიერი ქალის და არამარტო ქალის ოცნება იყო. მის მიერ შექმნილი თითოეული ნაწილი კოლექციისა საკულტოა მოდის ინდუსტრიაში, სარეკლამო კამპანიებსა და თავად შოუებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

2013 წლის ნოემბერში ბალენსიაგამ დაითხოვა Nicolas Ghesquière. ნიკოლამ ბალენსიაგა სხვა სამყაროში გადაიყვანა და მოდის მოყვარულების გულები საბოლოოდ დაიპყრო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარკ ჯეიკობსის ადგილს ნიკოლა დაიკავებს. ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამდა მსგავს მოსაზრებას. ისღა დაგვრჩენია მოუთმენლად დაველოდოთ მის პირველ კოლექციას, რომელიც რამოდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდება პარიზის მოდის კვირეულზე.