1915 წლის სექტემბერში მაქს ლინდემანმა გერმანიაში, ბერლინში გახსნა თავისი პირველი მაღაზია, სადაც ქალის წინდებს ყიდდნენ. ასე დაიბადა ბრენდი “Etam”. მხოლოდ 1985 წელს დაიწყო ამ ბრენდმა ქალის თეთრეულის დამზადება, რომელსაც ასევე დიდი პოპულარობა ხვდა წილად.

მე ვცდილობ თეთრეული რამდენიმე თვეში ერთხელ, თუმცა ხარისხიანი პროდუქციით გავამდიდრო.

მისი დახვეწილობის, სისადავის, ელეგანტურობის და სექსუალობის უჩვეულო სინთეზის გამო ეტამი მსოფლიოში მილიონობით ქალის რჩეული თეთრეულის ბრენდი გახდა. ამ ყველაფერს წლები დასჭირდა, თუმცა დღესდღეობით მაღაზიაში შესულს ქალის თეთრეულიდან დაწყებული ღამის პერანგები, სახლის ფეხსაცმელი, ხალათები და ის უამრავი სასიამოვნო და საყვარელი ნივთი დაგხვდებათ, რაც თანამედროვე ქალის ბუდუარის ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილია.

pizap.com13590259893751

pizap.com13590262746251

pizap.com13590266677651

pizap.com13590268293591

სტილს რაც შეეხება აქ შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერი თქვენი მოსაწონი სტილის ღამის თეთრეული და სამოსი, თავისი აქსესუარებით. მოკლედ უკმაყოფილო ამ მაღაზიიდან მე არასოდეს გამოვსულვარ.

მათ შორის, არც დღეს – უამრავი რამ მოვისინჯე და უბრალოდ ძალიან ბევრ ფულს ვნატრობდი, რათა ყველაფერი წამომეღო მაღაზიიდან. ფასებს რაც შეეხება სერვისისა და ხარისხის შესაბამისია, შეიძლება ნაკლებიც. განსაკუთრებით სეზონის ამ პერიოდში, როდესაც ფასდაკლებების ნიშნული პიკს აღწევს. ფასები 29 ლარიდან 159 ლარამდე მერყეობს.

თბილისში ეტამის მაღაზიები 2008 წლიდან “ედრესის” ქსელმა შემოიყვანა. მაღაზიები მდებარეობს პეკინის#5 და ჭავჭავაძის #16.

ფოტოებზე ის ღამის სამოსი მოვირგე, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე კომფორტული იქნებოდა, ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ უფრო სექსუალური და დახვეწილი მოდელებიც. თუმცა მე მიმაჩნია საწოლში თუ მარტო იძინებ კომფორტულად უნდა გეცვას თუ არადა საერთოდ არაფერი.

pizap.com13590273509211

pizap.com13590274500461

pizap.com13590275296401

pizap.com13590276351401

აი, ეს ფოტოები კი სულ ბოლო გაზაფხულის კოლექციიდანა.მგონი მიხვდით თეთრეულის საყიდლად წასვლას თუ დააპირებთ სად უნდა მიხვიდეთ. “Etam” -ეს ჩემი არჩევანია.

pizap.com13596238057961

pizap.com13596234483431

pizap.com13596236800311