ცხოველის პრინტი არ გადასულა მოდიდან ახალ სეზონზე, მართლია დიზაინერების კოლექციებში გველის ტყავი უფრო ჭარბობს, მაგრამ ლეოპარდის პრინტი მთლიანად არ გამქრალა. ლეოპრადის პრინტი თამამი განაცხადია მოდის სამყაროში. ეს არის მოდის კლასიკა, რომელიც ყოველთვის იარსებებს.

თუ თქვენ მოგწონთ ეს პრინტი, შეგიძლიათ ატაროთ იგი, როგორც აქსექსუარი, კაბა ან ფეხსაცმელი.

გთავაზობთ რამდენიმე ახალ იდეას:

1. მოახდინეთ ფოკუსირება!

თუ გსურთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ პრინტზე, ამისთვის კარგი საშუალებაა ფერების შეხამება. ყველაზე ეფექტური არის შავი ფერის ტანსაცმელი, რომელიც პრინტს უფრო დახვეწილად გამოაჩენს, ასევე მოუხდება წითელი, თეთრი, კაშკაშა მწვანე.

2. არ აურიოთ პრინტები  ერთმანეთში!

“არ აურიოთ პრინტი” – ამბობს მოდის კანონი, მაგრამ ამ სეზონზე არის გამონაკლისი, პრინტების შერევა ამ სეზონზე ტენდენციურია, ასე  რომ შეგიძლიათ თამამად ჩაატაროთ ექსპერიმენტები. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ ერთი პრინტი უნდა იყოს დომინანტური სხვები დამატებითი. და რაც მთავარია არ გადააჭარბოთ! სეზონური მოდა – სეზონურია, იგი მიდის და ბრუნდება. კლასიკური მოდის კანონები კი მუდამ უცვლელი რჩება.

3. აქსესუარები

ამ სეზონზე თამამად შეგიძლიათ გამოყენოთ ლეოპარდის პრინტის აქსესუარები. კაშკაშა და თამამი დეტალები, ჩანთები ოქროს ჯაჭვებთან ერთად, მაგრამ როგორც ყველაფერში აქაც ეცადეთ დაიცვათ ბალანსი.

4. არასტანდარტული ფერები

ლეოპარდის პრინტი არასტანდარტულ ფერებში არევა არ არის ახალი. ამ პრინტის მცირე დეტალიც კი დახვეწილს გახდის თქვენს ჩაცმულობას ეს იქნება ფეხსაცმელი, პატარა ჩანთა მხარზე ან თუნდაც მხოლოდ სამაჯური ან ქამარი.