Home სტილი

“მოდა გადადის, სტილი რჩება.” – თითქმის ერთი საუკუნის წინ კოკო შანელის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა დღემდე აქტუალურია. სწორედ მან შექმნა ქალის უნიკალური სტილი და მოახდინა რევოლუცია მოდის ინდუსტრიაში.

გაბრიელ ბონჰერ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში. დედის გარდაცვალების შემდეგ თავის დებთან ერთად ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 18 წლის ასაკში კი ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და პარალელურად კაბარეში მღეროდა, სადაც განსაკუთრებულ მოწონებას იწვევდა მის მიერ შესრულებული სიმღერები “Ko Ko Ri Ko” და “Qui qu’a vu Coco”. სწორედ აქედან მიიღო მან ზედმეტსახელი “კოკო”.

კოკოს მიაჩნდა, რომ იმდროინდელი ქალის ტანისამოსი მოუხერხებელი და არაკომფორტული იყო სატარებლად, რის გამოს გადაწყვიტა საკუთარი ატელიე შეექმნა. ასე წარმოიშვა მოკლე შავი კაბა, ქალის შარვალი, ჯაჭვის სახელურიანი ჩანთა, პატარა ქუდები, დიდი სათვალე, აქტუალური გახდა გარუჯული კანით სიარული. მარგალიტმა და ბიჟუტერიამ უფრო დიდი დატვირთვა მიიღო ქალის ყოველდღიურობაში.

  • კოკო შანელი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული იყო. ის აგროვებდა ლომის გამოსახულებიან ფიგურებს და ნივთებს.
  • გარუჯული კანი პარიზის მაღალ საზოგადოებაში მიუღებლად ითვლებოდა. კანიდან დაბრუნებულმა კოკომ კი თამამად გამოაჩინა თავისი ჯანსაღი და გარუჯული კანი, რომელიც იმ დროისთვის ეგზოტიკური იყო.
  • კოკო შანელი იყო პირველი, ვინც ლიცენზირებული სუნამოების გამოშვება დაიწყო. ის თავად არჩევდა სურნელებს სუნამოს შესაქმნელად და ხშირ შემთხვევაში ბოთლის დიზაინსაც.
  • Chanel No.5 დღემდე ყველაზე გაყიდვადი სუნამოა, რომლის ბოთლის დიზაინი პარიზში მდებარე ვანდომის მოედანის მიხედვით შეიქმნა.
  • შანელს ძალიან უყვარდა ჯიბეები. მის მიერ შექმნილ სამოსსა და ჩანთებში ჯიბეები აქტიურადაა გამოყენებული.

  • თავისი პირველი მოკლე შავი კაბა (LBD) 1926 წელს შექმნა, რომელსაც ჟურნალმა “Vogue” უწოდა “Chanel’s Ford”.
  • თავისი პირველი ბუტიკი 1913 წელს გახსნა პარიზში.
  • მან შარვალი აქცია ქალის ყოველდღიურ სამოსად.
  • 30 წლის მანძილზე კოკო შანელი ცხოვრობდა სასტუმრო “რიცში”.
კოკო შანელი და რომი შნაიდერი 1960 წელი

კოკო შანელი და რომი შნაიდერი
1960 წელი

  • კოკო შანელი 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მის აპარტამენტში ტანისამოსის 3 კომპლექტი აღმოჩნდა.
  • მას არასოდეს ჰყოლია შვილი.
  • დიზაინერის გარდაცვალების მომენტში მისი მოდის სახლის “ოქროს ხანა” იდგა.
  • 1987 წლიდან შანელის სახლის მთავარი დიზაინერია კარლ ლაგერფელდი, რომელიც შანელის სტილს არ ღალატობს.
  • ლეგენდას, რომელმაც უამრავი რამ შეცვალა მოდის ინდუსტრიაში, უამრავ გამონათქვამს მიაწერენ, თუმცა ბევრი მათგანი მას არ უთქვამს.
  • 2007 წელს გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი  “Coco before Chanel”, სადაც კოკო შანელის როლს ფრანგი მსახიობი ოდრი ტოტუ ასრულებს.
2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?