ტემპერატურა იმატებს და ცხელი ზაფხულისკენ გვექაჩება, მაგრამ ბევრი ჩვენგანი, ჯერ კიდევ გასარუჯი კანის დასაფარად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ – მშველელად კი კოლგოტი გვევლინება, მოდის მიმდევარი ფრანგი ქალები კი სულაც მთელი წლის განმავლობაში ატარებენ მათ.

ხშირად მოდურ ტენდენციებს აყოლილებს, გვავიწყდება ისეთ წვრილმანებზე ზრუნვა, რომელთაც საერთოდ შეუძლიათ დაანგრიონ ან ააწყონ სრული კომპოზიცია. კოლგოტებიც ზუსტად ამ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ქალის “სამკაულების” სიაში. მათი შერჩევა ადვილი არაა: პრიალა და გლუვი, თხელი-სქელი, ფერი, ფაქტურა იმდენად მრავალნაირია, რომ თავბრუს ხვევას იწვევს.

Pinkgetights9

თუ ცარიელი ფურცლით ვიწყებთ, პირველი რჩევაა კანისფერი, შეძენამდე თუ გახსნი და ხელზე შეადარებ უკეთესი იქნება, ფერი ძალიან არ უნდა ცდებოდეს შენი კანისას.

არსებობს კოლგოტები, რომელსაც წინა თათები არ აქვს, ამიტომ მათი ღია ფეხსაცმელზე ჩაცმა ძალიან მოსახერხებელია.

რაც უფრო დაბალდენიანი (თხელი) იქნება -5-10 DEN უკეთესია, ამ ხრიკით იგი თითქმის შეუმჩნეველი იქნება და თან კანი გლუვ და ბუნებრივ ეფექტს მიიღებს.

უმჯობესია კოლგოტი გლუვი იყოს, რომ სიპრიალით ფეხები მოსიარულე სოსისს არ დავამსგავსოთ. :)

შავი, თხელი კოლგოტი ერთ-ერთი აუცილებლობაა. იგი არ არის პრეტენზიული და თითქმის ყველანაირ სამოსს უხდება. თუმცა რჩევა იქნება სეზონის მიხედვით სხვადასხვა სისქის გამოიყენო:

  • ზაფხულში 5-10 დენიანი, როგორც ზემოთ ავღნიშნე ბუნებრივობის შეგრძნებას ტოვებს,
  • 15-20 ოდნავ სქელია და უფრო მეტად გამძლე ვიდრე მისი წინამორბედი,
  • 30-60დენიანი გაზაფხული-შემოდგომის სეზონზე,
  • ზამთარში კი 70-200დენიანი.

მას შემდეგ, რაც აუცილებელს შევიძენთ, შეგვიძლია გადავიდეთ განსხვავებულზეც, 2013 წლის სეზონზე ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს:

1. ნახატი

ნახატი გამჭვირვალეზე – გულები, წერტილები, ბაფთები, ნებისმიერი რომელიც ჩვენს ფანტაზიას გაახალისებს.

Pinkgetights8

Pinkgetights6

Pinkgetights

Pinkgetights2

2. მაქმანისებური

ასეთი ტიპთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, სილამაზიდან – ვულგარულობამდე ერთი ნაბიჯია.

Pinkgetights7

3. ფერები

მათი გამოყენება ნებისმიერ სეზონზე ძალიან პრაქტიკულია, მითუმეტეს თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხარ. სეზონის დამახასიათებელი მოდური ფერი შეიძინე და Ready to Go!

Pinkgetights1

Pinkgetights3

Pinkgetights5

არჩევანი უკიდეგანოა, მაგრამ გაითვალისწინეთ საკუთარი სხეულის მონაცემები – არასწორად შერჩეულმა ფაქტურამ და ფერმა ერთი-ორად შეიძლება გაზარდოს მოცულობა, მაგალითად: ჰორიზონტალურმა ხაზებმა და მკვეთრმა ფერებმა. ვერტიკალური ხაზები და ფეხსაცმელის და კოლგოტის ფერის იდენტურობა კი პირიქით – ფეხს აგრძელებს.

441942bd

თუ კოლგოტს ჩემსავით ვერ ეგუები, ფავორიტი ამ დარგში ჩულქებია – იგივე მახასიათებლებით რაც ჩამოვთვალე, კომფორტის განსახიერებად გვევლინება, თუმცა აქაც დაკვირვებაა საჭირო, მათი ბოლოები სილიკონით უნდა ეკვროდეს კანს, რაც უფრო განივრადაა სილიკონი – უფრო მყარად ზის ფეხზე და არ ცურდება.

Pinkgetights4