ატელიე კიკალა რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში. რამდენიმე საათის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა გაზაფხული-ზაფხული 2014 წლის კოლექციის სარეკლამო კამპანია. მამუკა კიკალიშვილის ობიექტივში კვლავ მარიტა ჯანაშია აღმოჩნდა ანა შელიასა და ლიკა რიგვავას გვერდით. ატელიე კიკალას დიზაინერი ახალგაზრდა და ნიჭიერი ლადო ბოკუჩავაა. უცნაური ფორმის კაბები, ქვედაბოლოები, ჟილეტები.. ტყავი, გამჭვირვალე ნაჭერი და ულამაზესი პრინტები შთამბეჭდავ კომბინაციას ქმნის.