მოდის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ კეიტ მოსი ბრიტანული ვოგის რედაქტორი გახდა. გაზაფხულის გამოცემებში ვიხილავთ ფოტოსესიებს, რომელიც მისი მართვის ქვეშ იქნება. მოსი მრავალჯერ ყოფილა თავად ბრტანული ვოგის გარეკანზე და ამჯერად რედაქტორის როლში მოგვევლინება. მოსი აღარ მიიღებს მონაწილეობას ფოტოსესიებში, მაგრამ თავად გაუწევს კურირებას გადაღებებს. კეიტი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებლი სტილით და მოდისადმი დიდი სიყვარულით. მოდელობის გარდა ის დიზაინერის როლშიც ყოფილა და რამოდენიმე კოლექცია შექმნა ტოპშოპისთვის.

“მე ბედნიერი ვარ, რომ კეიტი ჩვენთან ერთად იმუშავებს. მისი უნიკალური სტილის გრძნობა და მოდის ინდუსტრიაში ჩართულობის დონე, ღრმა ცოდნა და სრული გაგება დაგვეხმარება ბრწყინვალე ფოტოების შექმნაში. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ჟურნალის პირველ გვერდებს.” – განაცხადა, რედაქტორმა, ალექსანდრა შულმანმა.

kate-moss-vogue-uk-01