სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში მისვლისას , კარის მარჯვნივ თქვენ დაინახავთ დიდ პლაკატს, რომელზეც დაახლოებით ასეთი ფრაზა წერია:

“ამბობენ მამაკაცებს მოდა არ აინტერესებთ. (ამბობენ)”

ზუსტად ამ პლაკატის მეორე მხარეს, პირველ სართულზე, არის მაღაზია JULES.

JULES
JULES

მაღაზია განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის. ვფიქრობ რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქტი შეგხვდებათ, ხოლო თითოეულში კი საკმაოდ დიდი არჩევანია.

შესვლისთანავე თვალში მომხვდა საინტერესო ფასდაკლებები, ყველა დასახელების საქონელზე მინიმუმ 30 % იყო ჩამოკლებული, მაქსიმუმ კი – 50%.

პერანგები და მაისურები
პერანგები და მაისურები

პერსონალი სასიამოვნოა და ზრდილობიანი, შესვლისთანავე გიღიმიან და ცდილობენ შენი ყველა კაპრიზი შეასრულონ. მომეწონა მაღაზიაში საქონლის გადანაწილება. დათვალიერებას იწყებ სპორტული სტილის ტანსაცმლით, გადადიხარ გამოსასვლელ (გასაპრანჭ) რამეებზე და ბოლოს გასასვლელში შეგიძლია აქსესუარებითა და თეთრეულის არჩევანით ისიამოვნო.

მამაკაცებს ვეტყვი, რომ JULES-ში შეძლებენ სრული “ეკიპირების” შეძენას, როგორც სპორტული აქტივობებისათვის, ისე საქმიანი შეხვედრებისა და სამსახურისათვის.

JULES-ში ყველაზე დიდი ზომა  რომელიც მოიპოვება XXL-ია.

სპორტი
სპორტი

მაღაზიაში შეხვდებით:

  • ფრაკის ბაფთებს – 20 ლარი
  • კაშნეებს (ნაქსოვიც და ნაჭრისაც) 21დან-55 ლარამდე
  • ტრუსები (უამრავი, ფერადი, ძალიან ხარისხიანი. არის კომპლექტებიც და ცალობითაც) 9-49 ლარამდე, ზომები S-XL-ის ჩათვლით
  • პერანგები 79-დან 109 ლარამდე
  • მაისურები 40 ლარი (და მათზე ახლა ძალიან დიდი ფასდაკლებაა)
  • სპორტული ჟაკეტი კაპიუშონით 99 ლარი
  • ნაჭრის შარვლები (ამათი ფასი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ლამაზებია)

ასევე მაღაზიაში შეხვდებით სხვადასხვა სტილის ქურთუკებსა და მოპიჯაკო პალტოებს, ისევე როგორც სპორტული თუ კლასიკური სტილის პიჯაკებს.

მიქსი
მიქსი

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საქონელზე, ამ მომენტისათვის, ძალიან დიდი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო 30 იანვრისათვის შეივსება კოლექცია და ყველა დასახელებაში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი, სასურველი ზომის საქონლის არჩევა.

საქმიანი ტანსაცმელი
საქმიანი ტანსაცმელი

აქვე დავსძენ, რომ JULES საუკეთესო ადგილია საყვარელი მამაკაცისთვის ლამაზი და ხარისხიანი საჩუქრის ასარჩევად. მაღაზიაში ნებისმიერი სტილისა და გემოვნების ადამიანი იპოვის, საკმარისზე მეტ, მოსაწონ პროდუქტს.

მე განსაკუთრებულად აქსესუარები და მაისურები მომეწონა, რადგან აღმოვაჩინე, რომ PLUS size– გოგოებიც მშვენივრად მოიხდენენ იქ წარმოდგენილ საქონელს.