რამდენიმე დღეა, რაც პარიზის მოდის კვირეული დასრულდა და შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა ჩავიცვათ და რა სამკაული ვატაროთ 2014 წლის ზაფხულში. ყველაზე თვალშისაცემი ტენდენცია ოქროსფერი, ან ვერცხლისფერი, სხვადასხვა ფორმის სამაჯურები, ყელსაბამები და ბეჭდებია ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა Balenciaga, Célinе, Chalayan, Hermès, Maison Rabih Kayrouz, Maiyet, Christophe Lemaire და სხვები.


სხვადასხვა ფერის და ზომის თვლიანი სამკაული შემოგვთავაზა: Cédric Charlierd, Célinе, Dries Van Notends, Givenchy, Hermès, Nina Ricci, და Saint Laurent-მა.


მარგალიტები შანელისგან ორიგინალური ფორმებით და ჩარჩოებით


და ბოლოს, ჯაჭვის ბეჭდები ჟივანშის ულამაზესი კოლექციიდან