1 კვირის შესვენების შემდეგ, შოპინგის სვეტისთვის მე კვლავ ვესტუმრე ჩემ რჩეულ მაღაზიას. ამჯერად ეს რჩეული მაღაზია, კოსტავას N8-ში მდებარე “Jahello” აღმოჩნდა.

როგორც აღმოჩნდა, მაღაზია, რომელსაც მე ვესტუმრე ერთ-ერთი ფილიალი ყოფილა მელიქიშვილის N2-ში და პეკინის ასევე N2-ში მდებარე მაღაზიებისა. თუმცა ეს ფილიალი აქსესუარების საბადო აღმოჩნდა, რაც საკმაოდ გასახარი ფაქტია დღევანდელი მოდის ტენდენციების გათვალისწინებით.

ბიჟუტერია ფრანგულია, სხვა აქსესუარები კი იტალიური, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს მაღაზიაში სტილის და ფერების მიხედვით. აქსესუარები მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აქსესუარების მაღაზიაში არ აქვთ ფასდაკლება (იმიტომ, რომ ახალი გახსნილია) მათ მაინც ბევრი ხალხი სტუმრობს. როგორც თვითონ გვაუწყეს, მაღაზია კიდევ გეგმავს ფილიალების გახსნას, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე ჯერ არ საუბრობენ.

ვინაიდან და რადგანაც ფერები- მოდურია, ფასები-მისაღები (იწყება 2 ლარიდან და მერყეობს 60-65 ლარამდე), ისღა დაგვრჩენია თვითონ ვნახოთ, თუმცა სანამ თქვენ გადაწყვეტდეთ მაღაზიაში ვიზიტს, შეგიძლიათ ფოტოების მეშვეობით გაიგოთ, შეესაბამება თუ არა მაღაზია თქვენ გემოვნებას.

განსაკუთრებულ ასოციაციებს ჰქმნის ფერები:

ყელსაბამებთან ერთად, მნიშვნელოვანია ტრიბუტია სამაჯურები/საყურეები (მაღაზიაში, ყველაზე გაყიდვადი სწორედ საყურეები და სამაჯურებია).

 

კაშნეების სექცია, რომლითაც განსაკუთრებით მოვიხიბლე, რადგან კაშნეების აქტიური მომხარებელი გახლავართ (ბოლო პერიოდში განსაკუთრებით).

დიდი პოპულარულობით სარგებლობს კეტებიც, ფეხსაცმელებიდან იგი ყველაზე პრაქტიკულად მოსახმარია. თან ნახეთ, თითქოს სპეციალურად ჩვენი ჟურნალისთვის ვარდისფერი ულამაზესი კეტები <3


არც ლამაზი ჩანთების მოყვარულები დაგვრჩებით განაწყენებულნი.

ლამაზ ჩანთასთან ერთად, იქვე კუთხეში ფრჩხილების პირსინგიც შევამჩნიე. ლამაზ ჩანთასთან ერთად, არც ლამაზი თითები იქნებოდა ურიგო.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რაც ვიხილეთ უმეტესობა თქვენთაგანის გემოვნებას შეესაბამება და აუცილებლად და თქვენ აუცილებლად ეწვევით მაღაზია “Jahello” -ს.

რომელ აქსესუარს ანიჭებთ უპირატესობას?

View Results

Loading ... Loading ...