Pinkshopping02

როგორ იქცევი მაშინ, როცა მაღაზიებში მთელი დღის ბოდიალის შემდეგ ვერ იპოვე ის, რაც გინდოდა?!

ხელში შემორჩენილ ნებისმიერ ნივთს ყიდულობ, თუ ხელცარიელი, გაფუჭებული ხასიათით ბრუნდები სახლში?!

სამუშაო დრო არ გიწყობს ხელს საყიდლებით ისიამოვნო?

მე მჯერა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ამ შემთხვევაში გვირაბის ბოლოს სინათლე ინტერნეტ შოპინგია. აი, აქ კი ნამდვილად ნახავ ზუსტად იმას, რასაც ეძებ.

წარმოვიდგინოთ, რომ ინტერნეტ სივრცე ძალიან დიდი “შოპინგ მოლია”, სადაც გვეგულება ყველაფერი დედამიწის ზურგზე. თუმცა არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინო.

1. შუამავალ კომპანიაში რეგისტრაცია

Pinkshopping01shopping

საქართველოში არის რამდენმე შუამავალი კომპანია. მე პირადად Usa2Georgia.com-ის მომხმარებელი ვარ, თუ ამერიკის ინტერნეტ მაღაზიებში ვყიდულობ რამეს, ბრიტანულ მაღაზიებში ვაჭრობისას კი Getit.ge-ს ვიყენებ, თუმცა ამ უკანასკნელის მეშვეობით ამერიკიდანაც შეიძლება ამანათის მიღება. არსებობს ასევე vovovo.ge, bestex.ge, camex.ge, get.ge, els.ge და სხვა.

რისთვის არსებობს შუამავალი კომპანიები? – მათი მეშვეობით გეძლევა იმ კონკრეტული ქვეყნის მისამართი საიდანაც იწერ ამანათს. ეს აადვილებს მთელ რიგ პროცედურებს და ზოგავს დროს, რომელიც ასეთი ძვირფასია, როცა სასურველ ნივთს ელოდები.

გამოწერისას ინტერნეტ-მაღაზიის შენს ანგარიშში უთითებ შუამავალი კომპანიისგან მიღებულ მისამართს. ამანათი მიდის ამ მისამართზე და იგზავნება პირდაპირ საქართველოში. შემდეგ კი სურვილისამებრ ამანათს კურიერი მოგართმევს სახლში ან თავად ეწვევი ოფისს. ზოგიერთი კომპანია რეგიონების მaცხოვრებლებსაც სთავაზობს ტრანსპორტირების სერვისს.

2. ინტერნეტ მაღაზიაში რეგისტრაცია

ინტერნეტ-მაღაზიაში დარეგისტრირება ადვილზე ადვილია. მას შემდეგ, რაც შუამავლის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდები, ხელის მარტივი მოძრაობითა და “copy-paste”-ით შეგიძლია შეუდგე შოპინგს.

აი მაგალითად, ავიღოთ Amazon.com, სადაც შეგიძლია იპოვო ნებისმიერი სახეობის ნივთი ტანსაცმლით დაწყებული – ელექტროტექნიკით დამთავრებული.

მისამართი, რომელსაც შუამავალი კომპანია განიჭებს, დაახლოებით, ასე გამოიყურება:

Pinkshopping03

ინტერნეტ მაღაზიის გრაფაში (ამ შემთხვევაში amazon.com) ავსებ შუამავლის მიერ მონიჭებულ მისამართს:

Pinkshopping000

 

3. ანგარიში Pay-Pal-ზე

Pinkshopping06

გადავიდეთ საქართველოსთვის სულ ახალ და მსოფლიოში უკვე დიდი ხნის ნაცად გადახდის სისტემაზე – Pay-Pal. ამ სისტემით გზა გაგვეხსნა ისეთი გიგანტი ინტერნეტ-მაღაზიისკენ, როგორიცაა Ebay. Pay-Pal-ზეც ერთგვარ პირად ანგარიშს იქმნი, მხოლოდ გახსნისას უთითებ შენივე მისამართს. გამოწერისას, სურვილისამებრ, შეგიძლია ამანათი შუამავალთან გადაგზავნო, ან პირდაპირ საქართველოს საფოსტო მისამართზე გამოგზავნო (მე პირადად ისევ შუამავალს ვარჩევ). ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიუთითებ ინტერნეტ-მაღაზიის Shipping Address-ში.

Pinkshopping05

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მაღაზიებისა, არსებობს მთელი რიგი ბრენდები. ზოგიერთ მათგანს წარმომადგენლობა თბილისშიც აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ზომა ვერ ნახე ან ის ფერი, რომელიც გინდოდა გაიყიდა, სცადე იპოვო მათივე ინტერნეტ მაღაზიაში.

Pinkshopping04

4. იყავი ფრთხილად!

როდესაც საყიდლებისთვის კომპიუტერთან მოკალათდები, გაითვალისწინე რამდენიმე რჩევა, რათა ინტერნეტქურდობის მსხვერპლი არ გახდე:

  • ყოველთვის განაახლე ბროუზერი ახალი ვერსიით. შედეგად, მშვიდად იქნები, რომ მას დაცვის განახლებული სისტემა აქვს
  • იშოპინგე სარწმუნო ონლაინ-მაღაზიებში. არსებობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა მაგალითად: Better Business Bureau და Truste, რომლებიც ადასტურებენ საიტების სანდოობას და დაცულობას. ასევე მათი შემოწმება სხვადასხვა ფორუმზე და სამეგობრო წრეშიც შეგიძლია.  ერთი და იმავე ნივთის ფასების სხვაობა კი Bizrate-ზე შეგიძლია გადაამოწმო
  • სარწმუნო მაღაზია არასოდეს მოგთხოვს საკრედიტო ბარათის ინფორმაციის საფოსტო წერილით (e-mail) გაგზავნას
  • მობილური აპლიკაციით სარგებლობისას, დარწმუნდი, რომ იგი გადმოწერილია სარწმუნო წყაროებიდან, როგორიცაა Apple App Store და Google Play
  • ნუ გააკეთებ შენაძენს საზოგადოებრივი ინტერნეტით (wi-fi) ვთქვად კაფეში. ამან პირადი ინფორმაცია შესაძლებელია რისკის ქვეშ დაააყენოს

ბოლოს კი, pink.ge-ის ფავორიტები საზაფხულო განწყობისთვის:

ნივთის საყიდლად დააწკაპეთ ფოტოზე

ნივთის საყიდლად დააწკაპეთ ფოტოზე