„მასის ცენტრში“ – მიუჩია პრადას ახალი პროექტი მილანის მოდის კვირეულზე.

მიუჩია პრადა ცნობილია თანამედროვე ხელოვნებისადმი ძლიერი ლტოლვით. ის არა მხოლოდ კოლექციონერი და უამრავი ნამუშევრის მფლობელია, არამედ აქტიურად თანამშრომლობს მხატვრებთან, ილუსტრატორებთან, სკულპტორებთან და არქიტექტორებთანაც კი. მიუჩიას ახალი პროექტი „მასის ცენტრში“ (“in the heart of multitude”) შეიქმნა მხატვარ-დიზაინერ-მურალისტებთან ერთად. პრადამ მოიწვია მხატვრები: გაბრიელ სპექტრუმი, მაილს გრეგორი, მესა სტინკფიში,ასევე ილუსტრატორები პიერ დეტალანტე და ჟან მორნი ბრენდის პოდიუმის სივრცის დეკორაციების შესაქმნელად.

მოწვეული მხატვრების პორტრეტები ასოცირდება მეოცე საუკუნის 20-60-იანი წლების მექსიკელი მურალისტების ნაშრომებთან. მურალისტები არიან შემოქმედები, რომლებიც იყენებენ ქალაქს, როგორც სახატავ ტილოს, ჰქმნიან მურალებს ქუჩებში რეჟიმის წინააღმდეგ. მურალისტური მოძრაობის ყველაზე გამორჩეული  წარმომადგენლები იყვნენ დიეგო რივერა, დევიდ ალვარო და ჯოს კლემენტი, რომელთა ნამუშევრები ინსტალაციებთან ერთად პრადას ბუტიკებში ნიუ ორკის სოჰოში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მამოძრავებელი ძალა გახდა მიუჩიას ახალი პროექტისთვის „მასის ცენტრში“.

სწორედ ამის გამო, მომდევნო სეზონის კოლექციისთვის სივრცე ანტონიო ფოგაცაროს ქუჩაზე, სადაც ყოველ წელს იმართება პრადას ჩვენება, შეიცვალა. პოდიუმის ყურების ნაცვლად ჰოლის ცენტრში აუდიტორია აღმოჩნდა, რომელიც ექვსი მხატვრის მიერ მოხატული კედლებით იყო გარშემორტყმული და მათ გასწვრივ მოდელები პრადას შესანიშნავი კოსტიუმებით იწონებდნენ თავს.