მოდი, შევთანხმდეთ, რომ ფეხები არ არის სეზონური ტრენდი. სხეულის ეს ნაწილი მეტნაკლებად უცვლელია მთელი ცხოვრების მანძილზე და სუსტი სქესის უმრავლესობა მისი ფორმითა და პროპორციით უკმაყოფილოა.

ჩვენ გადავხედეთ სხეულის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, დავაჯგუფეთ ისინი და შევიმუშავეთ ქვედაბოლოს 10 ტიპი, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგება თითოეულ მათგანს.

მოკლე ფეხი

2691829

რა თმა უნდა, მოკლე ქვედაბოლო შესაბამისად, ვიზუალურად აგრძელებს ფეხს, მაგრამ თუ მინის ერიდები, ასიმეტრიული ჭრილი დაგეხმარება.

ბოტიჩელის “გოგო”

2691818

შემოხვეული ბოლოკაბა უნივერსალური ფორმაა. რადგან მომრგვალებულ სხეულზე ზომიერად მომჯდარი და გონივრულად მოკლე  სტილი უფრო მომგებიანად გამოიყურება.

“ვაშლი”

2691819

თუ სხეულის ზედა ნაწილი უფრო ფართოა, ვიდრე ქვედა, ფრიალა ქვედაბოლო დააბალანსებს პროპორციას. სქელი ქამარი და პლისე ჩაანაცვლე თეძოზე მოდგარი და ქვემოთ გაშლილი ფორმით, ე.წ. ” ტიტით”.

“ბალერინა”

2691820

ტანადობას ოდნავ მოცულობიანი ბოლო გაუსმევს ხაზს. შეარჩიე მყარი მატერიის, მაგალითად დენიმის, რომელიც სხეულზე ოდნავ ზარის ფორმას იღებს და კარგად გამოიყურება მაღალ ქალბატონებზე.

ბიჭური

2691821

რამდენიმე ხერხი არსებობს ყალბი ფორმების შესაქმნელად, მკერდის, თეძოსა და წელის ხაზის გამოსაკვეთად, მაგრამ შენს ტანზე ვამჯობინებთ მიმზიდველ ქვედაბოლოს ღრმა ჭრილით, რომელიც უფრო შთამბეჭდავია ვიდრე უბრალო სწორი ფორმა.

“სტაფილო”

2691822

რადგან ფეხები შენი სხეულის ყველაზე თხელი და წვრილი ნაწილია, მომდგარი მიდი-ქვედაბოლო საუკეთესო მეგობრად გექცევა. მუხლს ქვემოთ სიგრძეს ბოტილიონებიც შეუხამე და მზად ხარ!

“ქვიშის საათი”

2691823

ამ ფორმაზე საუკეთესოდ ჯდება ქვედაბოლო-ფანქარი. მერილინის მსგავსი ფორმა წინ აქცენტირებულია, ხოლო მუქი გვერდითი ჩაცდგმული ნაწილი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს.

“მსხალი”

2691825

ფრიალა ბოლო აქაც დააბალანსებს ფორმებს. შეარჩიე რბილი მატერია, ოდნავ მოძრავი, რომელიც ნაზად უერთდება წელს და აქცენტი სხეულის მომცრო ზედა ნაწილზე გადააქვს.

პატარა და კომპაქტური

2691827

შეარჩიე ქვედაბოლო, რომელიც პატარა და შთამბეჭდავია, ისევე როგორც შენ! წინ ოდნავ მოკლე ვარიანტი ვიზუალურად აგრძელებს ხაზებს. შეეცადე აარჩიო თამამი და ეფექტური პრინტი, რომელიც მეტ მოცულობას შეგძენს.

მოკლე ტორსი

2691831

ჩვეულებრივ, თუ ზედა ნაწილი მოკლეა, ქვედა ოდნავ მოცულობითია. შეარჩიეთ დაბალწელიანი, მუხლს-ზემოდან გაშლილი ფორმა, რომელიც თეძოზე აქცენტს შეამცირებს და ვიზუალურად დააგრძელებს ზედა ნაწილს.

P.S. მთავარი ტანსაცმლის ფორმა არაა, მთავარია რამდენად სწორად მოირგებ მას შენს სხეულზე!