ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შევცვლით, მაგალითად – სიმაღლე. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ხრიკს, რათა უფრო მაღალი გამოჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ხარ.

სცადე „შლაქსები“

shlaqsebi 1
ვიწრო, ბოლოში გაშლილი შარვალი, ე.წ. შლაქსები ვიზუალურად ფეხებს უფრო გრძელს აჩენს, მით უმეტეს, თუ მას მაღალძირიან ფეხსაცმელს შეუხამებ. შეარჩიე ბოლოში გაშლილი მაქსიმალურად ვიწრო შარვალი, რომელიც ზუსტად გერგება წელზე. უარი თქვი დაბალწელიან შარვლებზე.

ნუ იტყვი უარს მაქსი-კაბებზე!

maxi dress
შეარჩიე ისეთი კაბა, რომელიც გრძელ ვერტიკალურ ხაზს შექმნის. კაბა უნდა იყოს მაქსიმალურად გრძელი, მაგრამ არა ხელისშემშლელი სიარულისას. შეუსაბამე მაღალძირიანი ფეხსაცმელი.

შეარჩიე ღრმა ჭრილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

shoe 3
ასეთი ფეხსაცმელი ვიზუალურად უფრო ელეგანტურს და თხელს აჩენს ფეხს. შეუხამე ისინი შორტებს, კაბებს ან მოკლე ქვედაბოლოებს. ფეხსაცმლის ფერი მაქსიმალურად მიუახლოვე შენი კანის ფერს.

მოკლე კაბა უნდა იყოს მოკლე!

mini 3
როცა საქმე კაბაზე ან ქვედაბოლოზე მიდგება, შეარჩიე მაქსიმალურად გრძელი, ან მაქსიმალურად მოკლე, თუმცა არა ვულგარული – ცოტაოდენი ინტრიგა აქაც საჭიროა. მოერიდე მუხლამდე ან კოჭებამდე კაბებს.

დაიმაგრე ხვეულა

hair 4
აშკარაა, რომ ხვეულა უფრო მაღალს გამოგაჩენს. ოდნავ აიჩეჩე და ბუწუწებსაც ნუ მოერიდები, ეს მოცულობითს გამოაჩენს შენს თმას. თუმცა ზედმეტი არც აქაა საჭირო.

სტრატეგია – ერთი ფერი

one color 5
შეიმოსე ერთსა და იმავე ფერში. ეს ვერტიკალურ ხაზს ქმნის. შეარჩიე გრძელი, ერთი ფერის კომბინიზონები, ან ერთი ფერის მაქსი კაბა და მაისური.

ჯინსები… მაღალი წელით

jeans 6
მაღალწელიანი ჯინსები დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა თუ მას სწორად ჩაიცვამ, ძალიან მოდურ კომბინაციას შექმნი და თანაც უფრო მაღალს გამოგაჩენს. ეს მხოლოდ ჯინსებს არ ეხება – გადადი მაღალწელიან ქვედაბოლოებსა და შორტებზე.

ოდნავ წაწვეტებული ფეხსაცმელი

flat 7
თუ ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მომხმარებელი არ ხარ, შეარჩიე „ბალეტკები“ მახვილი ცხვირით. ცნობილი ფაქტია, რომ გრძელი ფეხის თითები ფეხს უფრო გრძელს აჩენს.

ტანსაცმელი ვერტიკალური ზოლებით

vertical 8
ეს ძველისძველი ხრიკია. ვერტიკალური ზოლები ქმნის ერთიან გრძელ ხაზს, რაც უფრო მაღალს გაჩენს. თანაც ზოლებიანი ტანსაცმელი ბოლო რამდენიმე წელია ძალიან მოდურია.

შეიმოკლე თმა

short hair 8

ბოლოებში დატალღული ბობ-კარე ძალიან კარგი ვარიანტია – ის აჩენს შენს მხრებს და ნიკაპს, ასე უფრო მაღალიც გამოჩნდები და მოდურიც.

ვიწრო ქამრები

belt 10
როცა საქმე ქამარს ეხება, ეცადე, შეარჩიო ვიწრო. მნიშვნელობა არ აქვს მაღალ წელზე იკეთებ თუ არა, მსხვილი ქამარი უფრო დაბალს აჩენს.

V-ჭრილი

v 11
მაისურები V-ჭრილით უფრო მაღალს გამოგაჩენს. გაითვალისწინე შოპინგის დროს.