ფრანგ ქალს შეუძლია იყო ყველაზე ლამაზი, მომხიბვლელი და სექსუალური. როგორ? “je ne sais quoi” (არ ვიცი) – გიპასუხებთ ის. ჩაცმის სტილი, რომლითაც ფრანგი ქალები გამოირჩევიან, რამდენიმე ძირითად პრინციპს ეყრდნობა: 

ზოლიანი მაისური

ოდრი ტოტუს ზოლიანი მაისური ფილმიდან “კოკო” ყველას კარგად გვახსოვს. მეზღვაურის ტრადიციული სამოსი ლამაზმა ფრანგმა ქალებმა საოცარი ელეგანტურობით მოირგეს. ის შეგიძლია ჩაიცვა ჯინსთან, მოკლე კაბასთან, პიჯაკთან ერთად.

 

დაბალძირიანი ფეხსაცმელი

ფრანგული სტილის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მოდის ბლოგერის, ოლივია პალერმოს ჩაცმულობა. ის ბევრი ფრანგი ქალის მსგავსად ხშირად ანიჭებს უპირატესობას დაბალძირიან ფეხსაცმელს (ე.წ. ბალეტკას).

 

 

პატარა შარფი

სხვადასხვა ორნამენტით გაფორმებული ფერადი შარფი ფრანგული სტილის მნიშვნელოვანი დეტალია. ის პრაქტიკული აქსესუარია. შეგიძლია გამოიყენო როგორც ყელსახვევად, ასევე ჩანთის გასაფორმებლად.

შავი მაქმანი

სამოსისთვის სექსუალური და რომანტიკული  ხასიათის მისაცემად იდეალური გამოსავალია შავი მაქმანი.

პიჯაკი

ყოველდღიური სტილის პიჯაკი, რომელიც შეგიძლია ჩაიცვა როგორც ჯინსთან, ისე საზაფხულო კაბასთან ერთად.

გარდა ამისა, თუ გინდა გამოიყურებოდე ისე, როგორც ფრანგი ქალი, აქსესუარების და სამკაულების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შეამცირო. ასევე მაკიაჟი უნდა იყოს მსუბუქი და რაც მთავარია, სამოსში თავს უნდა გრძნობდე კომფორტულად ნებისმიერ გარემოში.