Home სტილი

ქალების დიდი ნაწილი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. არსებობს კი ფეხსაცმელი, რომელიც ერთდროულად მოხერხებულიც იქნება და უსაფრთხოც? ვერც ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვერ იქნება კედებზე კომფორტული, თუმცა განსხვავება მათ შორისაცაა და ეს მხოლოდ ქუსლის სიმაღლეზე არაა დამოკიდებული.

მაღალქუსლიან ფეხსაცმელს 5 ძირითადი თავისებურება აქვს, რაც მთლიანობაში მის მოხერხებულობას განაპირობებს:

1. ქუსლის ადგილმდებარეობა

თუ ქუსლი ძალიან უკანაა მიმაგრებული, ფეხსაცმელი სრულფასოვნად ვერ გადაანაწილებს შენს წონას. ფეხსაცმლის ქუსლის ცენტრი შენი ქუსლის ცენტს უნდა ემთხვევოდეს. ხშირად, სქელი ქუსლი ამას ავტომატურად აკეთებს. ფეხსაცმლის შერჩევისას წვრილ ქუსლს ზედა ნაწილზე დააკვირდი.


2. ლანჩის სისქე

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო მოხერხებულია, თუ ლანჩის წინა ნაწილში პლატფორმაა მოთავსებული. თუ შენს ფეხსაცმელს პლატფორმა არ აქვს, გელის საფენების გამოყენება სცადე.


3. ლანჩის სიმყარე

მოერიდე ხის ან მყარი პლასტმასის ლანჩიან ფეხსაცმელს. ტყავის ან რეზინის ლანჩი უფრო დრეკადია, ფეხის ფორმას და უსწორმასწორო ზედაპირს უკეთ ერგება.


4. ქუსლის სისქე

რაც უფრო სქელია ქუსლი, ფეხსაცმელი უფრო მოხერხებულია. თუ ტერფის ნაწილი ზედმეტად ვიწრო არაა და თითქმის მთლიანად ეხება მიწას, ფეხსაცმელი მეტად მყარი იქნება.


5. უსაფრთხოება

რაც უფრო მარტივია ფეხსაცმლიდან “ამოხტომა”, მით უფრო რთული იქნება ამ ფეხსაცმლით სიარული. ფეხსაცმელი უნდა იყოს შენი კიდურის გაგრძელება და არა უცხო სხეული, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება “მოგძვრეს”. ნავის ფორმის ფეხსაცმელი ან ფეხსაცმელი, რომელიც ქუსლთან იკვრება, უფრო მოხერხებულია, ვიდრე ქოში, მაგრამ მთლიანად დახურული ფეხსახმელი ან ფეხსაცმელი, რომელიც სალტეებით წინ იკვრება, საუკეთესო არჩევანია.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?