Home სტილი

Screen Shot 2013-11-15 at 2.14.50 PM

აცივდა და თბილი სვიტერების დრო დადგა. წლევანდელი საშემოდგომო სეზონიც განსაკუთრებულად მრავალფეროვანია. მთელს ამ მრავალფეროვნებაში გამოვყავით რამდენიმე ძირითადი მიმართულება ფუმფულა ჟაკარდითა და გეომეტრიული ფორმებით დაწყებული, მრავალფეროვანი ნაქარგით დამთავრებული.

გრაფიკული მომხიბვლელობა

შავ-თეთრის მონაცვლეობა და გეომეტრიული ფორმები ან ჰორიზონტალური ზოლები ტანსაცმელს კონტრასტულსა და გამორჩეულს ხდის.

მბზინვარება

მბზინავი ორნამენტებიანი და ამოქარგული სვიტერები თავისუფლად გამოდგება როგორც დღის, ასევე საღამოს წვეულებისთვის. მხოლოდ ქუსლიანი ფეხსაცმლისა და შესაფერისი სამკაულის დამატება მოგიწევს.

ანიმალისტური ორნამენტი

დიზაინერებმა ლეოპარდის პრინტი და სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებები უხვად გამოიყენეს თავიანთ კოლექციებში.

მსხვილი ნაქსოვი ორნამენტი

ბრიჯით ბარდოს საყვარელი რელიეფური ორნამენტი კვლავ მოდურია. ასეთი სვიტერები თბილი და კომფორტულია და შეგიძლია ნებისმიერ სამოსს მოარგო – ვიწრო შარვალს თუ ტრაპეციულ ქვედაბოლოს.

ფუმფულა

მოხერისა და სხვა მასალის ფუმფულა სვიტერები საოცრად ქალურია. ყველას მოუნდება ახლოს მოსვლა და ხელის შეხება. გაითვალისწინე და საშენოდ გამოიყენე!

თანამედროვე კლასიკა

კლასიკური ფორმის მრგვალყელიანი სვიტერის შეძენას არასდროს ინანებ. თბილი და მოხერხებული, სადა მოდელი რამოდენიმე სეზონის მანძილზე გამოგადგება!

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?