Home სტილი

მოდის გიგანტმა, ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდმა H&M საზოგადოებას ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ფემინისტური და ორიგინალური სარეკლამო კამპანიის საშუალებით შესთავაზა.

ძლიერი, თანამედროვე, დამოუკიდებელი ქალი გახდა  H&M-ის დიზაინერების შთაგონების წყარო და კოლექციის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ქალებისთვის შეიქმნა.

“იყო ლედი, ნიშნავს აკეთო ის, რაც შენ გინდა” –  სწორედ ესაა ბრენდის მთავარი გზავნილი, ხოლო ვიდეო-რგოლს, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, ფონად ტომ ჯონსის ცნობილი ჰიტი “She’s A Lady” ადევს და მისი მთავარი ლაიტმოტივია, თუ რას ნიშნავს იყო ქალი თანამედროვე საზოგადოებაში.

 

შენ რას იტყვი?