Home სტილი

14 ნოემბერს გაყიდვაში ჩაეშვება ფრანგი დიზაინერის იზაბელ მარანტისა და შვედური კომპანია H&M-ის კოლაბორაციის შედეგი. H&M ცნობილია თანამშრომლობით ისეთ ბრენდებთან და დიზაინერებთან, როგორიცაა კარლ ლაგერფელდი, სტელა მაკარტნი, მეთიუ უილიამსონი, Viktor&Rolf-ის დუეტი,  რობერტო კავალი, Jimmy Choo, Sonia Rykiel, Lanvin, Versace, Marni, Maison Martin Margiela და სხვა.

 

იზაბელ მარანტი პარიზელი დიზაინერია, რომლის კოლექციები გამოირჩევა ამერიკული სტილისა და როკ-ენ-როლის გავლენით, მამაკაცური ჭრით და ამავე დროს, ფრანგული მომხიბვლელობით. მისი თქმით, ამ კოლექციის შთაგონების წყარო პარიზი და ამ ქალაქის მრავალფეროვნება იყო, ხოლო მიზანი – შეექმნა რეალური სამოსი, რომლის ჩაცმა ქალბატონებს ყოველდღიურად მოუნდებოდათ.

 

დიზაინერის თქმით, H&M-ის კოლექციაში იქნება მსუბუქი დაუდევრობის შეგრძნება, ფრანგი ქალებისთვის დამახასიათებელი თვისება – ჩაიცვან გემოვნებით, მაგრამ ზედმეტი ყურადღების გარეშე და ამავდროულად გამოიყურებოდნენ საოცრად მიმზიდელად. ქალისა და ბავშვის საშემოდგომო სამოსის გარდა დღის სინათლეს იხილავს ტანსაცმელი თინეიჯერებისა და მამაკაცთათვის, ასევე აქსესურები და სამკაულები.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?