ჰანს ფიურერი ლეგენდარული ფოტოგრაფია, რომელიც 30 წელზე მეტია მოდის იდუსტრიაში მოღვაწეობს. მან თავისი მკაფიო და გამოკვეთილი სტილი დანერგა მოდის ფოტოგრაფიაში: მკვეთრი ფერები, ძლიერი ქალის აღბეჭვდა, ქუჩის მოდა… წლების მანძილზე ის მუშაობდა და კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას ვოგის სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებთან, როგორებიცაა იტალია, პარიზი, ბრიტანეთი და სხვა, ასევე ათეულობით მოდის ჟურნალთან. ჰანსი რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა ფოტოებს კენზოს სარეკლამო კამპანიისთვის და მისი წყალობით ბრენდის ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღემდე შედევრად ითვლება. ნებისმიერი მოდელის კარიერაში მასთან მუშაობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მის ობიექტივში მოხვედრილან: კრისტი ტურლინგტონი, იმანი, ჯოან სმოლსი, შანელ იმანი, კონსტანს ჯაბლონსკი, კარმენ პედარუ, საშა პივოვაროვა, ანა სელეზნევა და მრავალი სხვა.