თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდ სიამაყის შეგრძნებას გვგვრის ახალი და ბრენდული ტანსაცმლის შეძენა თუ ტარება , თუმცა ხდება ისეც რომ ზოგჯერ ფული არ გვაქვს საკმარისი, ზოგჯერ კი იმ ფულის უკეთ გამოყენებას ვფიქრობთ და უარს ვამბობთ რაღაც ახლის ყიდვაზე, შემდეგ კი გული გვწყდება.

ასეთი მდგომარეობის მარტივი ”განკურნების” ხერხი არსებობს, მით უმეტეს თუ თქვენ თვლით რომ კარგი გემოვნება გაქვთ და შეგიძლიათ შეარჩიოთ დახვეწილი აქსესუარები თუ ტანსაცმელი თქვენი სხეულისა და სტილის შესაბამისად.

გამოსავალი იმ სინანულიდან რომელიც არ შეძენილ ნივთს ეხება ერთია – შექმენით თქვენ თვითონ.

მოქსოვეთ კაბა, ყელსახვევი ან ქუდი,თბილი და ჭრელი ხელთათმანები, შეიკერეთ ლამაზი და განსხვავებული ქვედაბოლოები,  ბლუზები და პიჯაკები. არაფერი არ სჯობია იმ შეგრძნებას, როდესაც  გკითხავენ თქვენს ქმნილებაზე  – თუ სად შეიძინეთ ეს სილამაზეო, თქვენ კი მხოლოდ ისღა დაგრჩებათ ამაყად გასწორდეთ წელში და აღიაროთ, რომ ტანსაცმელი რომელიც ასე კარგად გაზით სხეულზე და ესე გიხდებათ – თქვენს მიერ არის შექმნილი.

ხელით შექმნილი ნივთების ბუმია დღესდღეობით მსოფლიოში, მერე რა თუ ავტორი თქვენ ხართ და არა ვიღაც მოდური დიზაინერი. მთავარია გემოვნებით იყოს შეხამებული ფერები, გიხდებოდეთ სტილი და ეს ყველაფერი კარგად გქონდეთ შესრულებული.

გული არ გაიტეხოთ თუ თქვენ ახალბედა ხართ და არასოდეს გიცდიათ საკუთარი თავისთვის რაიმეს შექმნა. ინტერნეტ სივრცე სავსეა საქსოვი თუ საკერავი თარგებით, როგორც ახალბედებისათვის ისე გამოცდილი და პროფესიონალი დიზაინერებისათვის.

მთავარია მოინდომოთ გეცვათ ლამაზად და ექსკლუზიურად, სხვა დანარჩენი პარქტიკასთან ერთად მოვა და მერწმუნეთ არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც იცი რომ შენნაირი კაბა – მეორე არ არსებობს, რომ ასეთს ვერც რომელიმე ვარსკვლავზე და ვერც თქვენს მეგობარზე ვერ ნახავთ.