ხელნაკეთი ნივთებით და სამკაულებით თბილისში ალბათ ვერავის გააკვირვებ, თუმცა კარგად მოძიების და გაკითხვის შედეგად შესაძლებელია ის გამორჩეული ადამიანები იპოვო, რომლებიც მასობრივისგან რაღაც განსხვავებულს გთავაზობენ. Ninutsa Kavtaradze Jewelry-ც სწორედ ასეთია – მოდურ ტენდენციებზე აყოლილი და დახვეწილი სამკაულები.

ჩვენი შეხვედრა ნინუცასთან სახლში შედგა, სადაც ცივ ყავასა და ხილზე დამპატიჟა. მისულს მისი ლაბრადორის პატარა ლეკვი შემომეგება და ისე გავერთე სულ დამავიწყდა მისვლის მიზანი :)

1057078_10200472239958927_1674973212_n (1)

ნინუცა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მე-4 კურსზე, ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს; სამკაულების კეთებას კი სერიოზულად სულ რაღაც 3-4 თვის წინ მოჰკიდა ხელი.

„ბავშვობიდან ვაკეთებდი სამკაულებს, რომლებსაც მარტო მე და ჩემი და ვხმარობდით. თან ამისთვის არც მე და არც ჩემს ოჯახს სერიოზულად არ შეგვიხედავს“ მიყვება ნინუცა. „თუმცა ცოტა ხნის წინ ერთდროულად რამდენიმე ყელსაბამი გავაკეთე ჩემთვის. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა რომ ნახეს ყველას მოეწონა და მირჩიეს პატარა ბიზნესი დამეწყო. თან მეშინოდა ამისთვის ხელის მოკიდება, რადგან დღესდღეობით საკმაოდ ბევრი აკეთებს სამკაულებს. რომც არ აკეთებდნენ უკვე იმდენად ხელმისაწვდომია, თუნდაც გამოწერით იმდენად იაფად, რომ ხელნაკეთ სამკაულს ნაკლებად აფასებენ.”

მერე Facebook-ის გვერდი შექმნა სადაც თავისი ხელნაკეთი აქსესუარებს ფოტოები განათავსა და ძალიან მალე საკმაოდ ბევრი „Liker-ი“ გამოუჩდა. “ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა, რადგან მეშინოდა და მეგონა არ გაამართლებდა.”

აკეთებს ყელსაბამებს, საყურეებსა და სამაჯურებს ნებისმიერი მასალისგან; იღებს შეკვეთებს და აკეთებს თავისი დიზაინითაც. სამკაულებში სხვადასხვანაირ ქვებს (სვაროვსკი, მთის ბროლი, მარგალიტი…) და ნატურალურ მეტალს იყენებს, თუმცა თუ დამკვეთს ალერგია აქვს, მაშინ ოქროში ან ვერცხლში ავლებს.

collage

„ორ ერთნაირ სამკაულს არასდროს ვაკეთებ, ჩემი პროდუქტი ყოველთვის ერთი და ორიგინალურია. მაგრამ ერთხელ იყო შემთხვევა როდესაც მეგობრები მოვიდნენ და მთხოვეს ერთნაირი სამკაული დამემზადებინა, მეც, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს.“

ნინუცას თქმით ყველაზე მოთხოვნადი წელს მწვანე, მალინისფერი და ოქროსფრით გაწყობილი სამკაულებია. რაც შეეხება სტილს, უფრო მეტად მოთხოვნა ყელზე მომჯდარ ყელსაბამებზეა.

დამკვეთი ძირითადად მოდის რამე კონკრეტული მოდელით, თუმცა ჰქონია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ბანკეტისთვის თვითონ ნინუცას მოიფიქრებია და შეურჩევია სამკაულის დიზაინი კაბის სტილისა და ფერის გათვალისწინებით.

collage 2

„უცხოელებში ხელნაკეთი ნივთები ძალიან ფასობს. ერთი გოგო მწერს ხშირად, ძალიან მოსწონს ჩემი სამკაულები, მაგრამ საზღვარგარეთ ამანათის გაგზავნა საკმაოდ ძვირი ჯდება და ამიტომ ისიც და მეც თავს ვიკავებთ. იმედია, სამომავლოდ ეს პრობლემაც მოგვარდება.“

ყველაზე დიდი შეკვეთა ერთ მომხმარებელს გაუკეთა, რომელმაც ერთდროულად სამი ყელსაბამისა და ორი საყურის დამზადება სთხოვა.

ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და არც იმაზე მაღალია, რაც მაღაზიებში ადევს. მაგალითად:

  • სამაჯურები – 15 ლარიდან იწყება
  • საყურეები – 12 ლარიდან
  • ყელსაბამები – 25 ლარიდან

collage 3

რა თქმა უნდა, ფასი მასალასა და სირთულეზეა დამოკიდებული, მაგრამ ვის არ უნდა, ჰქონდეს ერთადერთი და გამორჩეული ყელსამაბი, რომლითაც ყველას ყურადღებას მიიპყრობს?! :) გარდა ამისა, კურიერის მომსახურება ქალაქის ცენტრალურ უბნებში უფასოა.

სამომავლოდ, ნინუცა გამოფენა-გაყიდვის მოწყობას გეგმავს. ასევე, თავისივე ხაზის გაკეთებას და სამუშაო მასალის თურქეთიდან და დუბაიდან ჩამოტანას, რათა უფრო მრავალფეროვანი და გამორჩეული სამკაულები დაამზადოს.

1057426_10200472283320011_2135100530_n (1)

967529_10200472239998928_1650862290_n (2)1045162_163724557142994_1578964034_n320760_146364405545676_1573321919_n1057786_10200472283280010_1013388910_n (1)