თქვენდა გასაოცრად დღესასწაული 1 დღით ადრე ჩატარდა. იმ დღესასწაულს ვგულიხმობ, რომელიც ორი წლის წინ წინათ სწორედ ჩვენს ქალაქში, სასულიერო პირების მიერ იქნა დარბეული. ალბათ ყველანი მიმიხვდით მინიშნებას, რომ მე Halloween-ს ვგულისხმობ.

Halloween 2011-ი კლუბ WRC–ში ჩატარდა, რომელიც მდებარეობს ლესელიძის 18-ში.

საბედნიეროდ წლევანდელს დღესასწაულის მსვლელობამ მშვიდობიანად ჩაიარა – არანაირი დარბევა, ჯვრის თვალში გათხრა და აურზაური, არამედ პირიქით – ძალიან მშვიდი გარემო, უამრავი ნაცნობი და მეგობარი, საკარნავალო კოსტუმში გამოწყობილი დამსწრენი და ჩამოსასხმელი ლუდი, კათხებში. მეტი რა სჭირდება ადამიანს განტვირთვისთვის?!

იქიდან გამომდინარე, რომ საღამოს “Gothic Halloween Party”-ის სახელწოდება დაუდეს, დამსწრეთა უმრავლესობის სტილიც გოთურ პარამეტრებში ჯდებოდა. როგორი ფორმით მოსულს აღარ გადააწყდებოდით საღამოზე – მეძავისა თუ ეშმაკის, ბერისა თუ მსაჯულის იმიტაციის მქონეთ. ნებისმიერი კოსტუმი ძირითადად თემატურად სიკვდილთან იყო ახლოს.

რა თქმა უნდა Pink.ge-ის მკითხველთათვის ავსახე დამსწრეთა ჩაცმულობა, რომლებიც თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.