ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

ყველას გვახსოვს კატრინ დენევის და ბრიჯიტ ბარდოს ვარცხნილობები 60-იანი წლების ფილმებიდან  და მარტივად გაბაფთული ფერადი ლენტები თმაზე.

მოდა ბრუნდება!

Nina Ricci-ის შოუზე პარიზში მოდელების ვარცხნილობის აუცილებელი აქსესუარი იყო პატარა ბაფთები, რომლებიც გამოყენებული იყო როგორც “ცხენის კუდის” შესაკრავად, ასევე აბადოკებად. Balenciaga-ს სტილისტმა შოუს შემდეგ გოგონებს ურჩია გამოიყენონ ნებისმიერი ზომის ბაფთები თმაში. ეს მათ მომხიბვლელობას შესძენს და პრაქტიკულიცაა.

მოდის ბლოგერი ჰანელი მუსტაფარტა ამბობს, რომ ეს აქსესუარი ძალიან ქალური და ვინტაჟურია. თამამად შეგიძლია გამოიყენო როგორც  Saint Laurent-ის ბაიკერის ჟაკეტთან, ისე Valentino-ს კლასიკურ კაბაში გამოწყობილმა.

რამდენიმე დღის წინ ქეით მიდლტონი ახალი ვარცნილობით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. მას თმა შავი ლენტით ჰქონდა განასკვული.

გარდა მოდურობისა და პრაქტიკულობისა, ლამაზი და სასურველი ლენტის შესაძენად მაღაზიებში სიარული სულაც არაა საჭირო. მისი შექმნა სახლის პირობებშიც მარტივად შეიძლება. უამრავ გამოუსადეგარ ნაჭრის სამოსს ვინახავთ, რომელთა უმრავლესობისგან სულ რამდენიმე წუთში შეიძლება თმის შესაკრავი ლამაზი ლენტების და ბაფთების დამზადება.

სხვა რჩევებისთვის მოდურ ვარცხნილობებზე გადახედე ჩვენს სტატიას.