ლეიდი გაგას წყალობით ამ ვარცხნილობამ მსოფლიოს თინეიჯერები და არამარტო ისინი დაიპყრო. თუ აქამდე არ იცოდი, როგორ გაგეკეთებინა ეს ლამაზი ბაფთა თავზე, ეს სტატია სწორედაც რომ შენთვისაა.

სანამ ბაფთის გაკეთებას დაიწყებდე, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინე:

  • ბაფთა მით უფრო დიდი და ლამაზია, რაც უფრო სქელი და გრძელი თმა გაქვს.
  • თუ ბაფთას მთლიანი თმის კუდით იკეთებ, უმჯობესია, თმა აჩეხილი არ იყოს. როცა მთლიანი თმა ერთგვაროვანია, ბაფთაც ლამაზი გამოდის.
  • თუ აჩეხილი თმა გაქვს, თმის იმ ნაწილზე შეიძლება გაკეთდეს ბაფთა, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია.
  • თუ იდეალური ბაფთის მიღება გინდა შედეგად, სასურველია, თმაც გაისწორო, თუმცა, უამისოდაც შეიძლება.

იმის გამო, რომ ქართული ტუტურიალების დეფიციტი გვაქვს, აქ წარმოდგენილია კორეული და რუსული ვიდეოები, თუმცა იმის ცოდნა, თუ რას საუბრობენ, ნამდვილად არ გჭირდება. გაკეთების წესი ორივე ვიდეოში კარგადაა ნაჩვენები.

მაშ ასე, ძირითადად ბაფთის გაკეთების 2 ხერხი არსებობს. პირველი ერთი მარტივი კუდით კეთდება, ნაკლები ლაქიც სჭირდება და დასაფიქსირებლადაც ადვილია.

ვიდეოტუტორიალი:

https://www.youtube.com/watch?v=C0-r06VTnu4

ეს მეორე ხერხი კი ორი ცხენის კუდით კეთდება. თმის სარჭები ნაკლებია საჭირო, მეტად სახლაფორთოა, მაგრამ კარგი და სახასიათო ბაფთაც გამოდის. ფორმაც ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე წინა ბაფთის შემთხვევაში.

ვიდეოტუტორიალი:

მანამდე კი, სანამ თმის გაბაფთვას დაიწყებდეთ, პატარა გალერეა თქვენთვის :

Emilio Pucci
Emilio Pucci
Givenchy
Givenchy