ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოყვანილია მაგალითები, თუ რატომ უნდა დააარღვიო ის ზოგადი წესები, რომელსაც თმასთან დაკავშირებით იცავ სტილისტები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და რჩევებს თმის მოვლის წესებთან დაკავშირებით.

ყურადღებით წაიკითხე სტატია, რადგან თმასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო ახალ ფაქტს შეიტყობ.

მითი #1: ჩოლკას არ უხდება ტალღოვანი თმა

დაარღვიე: ”ჩოლკა არ უნდა იყოს ძალიან სწორი” ამბობს ნიუ-იორკელი თმის სტლისტი გარინი. ცოცხალი ეფექტის მისაღებად არ გაწყენს გამოიყენო თმის მკვებავი ლოსიონი.

მითი #2: არ ატარო სველი თმა

დაარღვიე: “სველი თმის ეფექტით შენ უფრო მომხიბლავი ხდები”, ამბობს გვიდო პალაუ, რომელმაც შექმნა კოლექცია ლანვინის ჩვენებისთვის.

”აქ ქარაფშუტული არაფერია, შენი სტილი მთლიანად ერთგვაროვანი იქნება”. ოღონდ სველი თმით გარეთ ნუ გახვალ, შეიძლება მენინგიტი დაგემართოს.

მითი #3: აბრეშუმის ყვავილები განკუთვნილია მარტო პატარძლებისთვის

დაარღვიე: სისულელეა, ამბობს პალაუ, მან უამრავი ყვავილებიანი თმის სამგრებით დაამშვენა მოდელები მარკ ჯეიკობის ჩვენების დროს.

ის გვირჩევს გაშლილი თმის ტარებას და ყურთან პატარა აბერეშუმის ყვავილების დამაგრებას.

მითი #4: ასაკოვან ქალებს არ უხდებათ გრძელი თმა

დაარღვიე: ორმოცი წლის ასაკის ზემოთ გრძელი თმა ავტომატურად არ გაბერებს, მაგრამ რადგან თმა ამ ასაკში თხელდება, იხმარე მოცულობის მოსამატებელი თმის საშუალებები.

მითი #5: წითურებს არ უხდებათ წითელი ფერის ტუჩსაცხი

დაარღვიე: მაკიაჟის სპეციალისტმა მოლი სტერმა ემი ადამსს ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე მარწყვისფერი წითელი ტუჩსაცხი მოარგო . სტერნი ამბობს, რომ უნდა აირჩიო მდიდარი ინტენსივობის ფერები. ისეთი, როგორიცაა ალისფერი ან ალუბლისფერი და შეუხამო ნეიტრალური რუჯი და თვალის ჩრდილები.

მითი #6: შეისწორე ვარცხნილობა ყოველ ექვს თვეში

დაარღვიე: ”თმა ჩვეულებრივ იზრდება სწრაფად” ამბობს სტილისტი ჯენ ატკინი.

ვარცხნილობის უმრავლესობას სჭირდება დაახლოებით სამი თვე,  რომ დაკარგოს ჩვეული ფორმა. თუ გინდა, რომ თქვენი თმები გამოიყურებოდეს ჯანსაღად თმის სტილისტი გვირჩევს, რომ გამოიყენო თმის ბოლოების სპეციალური კრემი.