ალბათ ყველას გვიოცნებია ყოველდღიურად თმის ახალ და განსხვავებულ შეფერილობაზე, თუმცა არასოდეს გვავიწყდება, რომ ხშირი ღებვა თმას აფუჭებს და “ცოცხად” აქცევს. ვფიქრობ, ზუსტად ასეთმა მონდომებულმა ქალმა გააკეთა დიდი აღმოჩენა და ახლა თითოეულ ჩვენგანს უკვე შეუძლია გამოიყენოს გენიალური საშუალება – თმის ცარცი.

თმის ცარცები საუკეთესო საშუალებაა ვარცხნილობაში საზაფხულო ხალისისა და მრავალფეროვნების შეტანისთვის.

ფერადი თმა

თმის ცარცის დადებითი მხარეები:

  • არ სჭირდება სალონში წასვლა – ვზოგავთ ფულს
  • არ სჭირდება დიდი ხანი ლოდინი – ვზოგავთ დროს
  • არ სჭირდება რამე განსაკუთრებული ცოდნა და უნარი – ვზოგავთ ნერვებს
  • ყიდულობ ერთხელ და გყოფნის დაახლოებით ნახევარი წელიწადი (ხშირი გამოყენებისას)
  • ვარცხნილობას ყოველდღიურად ახალი იერი აქვს
  • ერთი ჩამობანვით უკვალოდ ქრება თმიდან
  • ძალიან მარტივი მოსახმარია
  • ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა

h3

უარყოფითი მხარეები:

  • შეღებვისას სასწაულად სვრის ხელებს და ტანსაცმელს
  • თმის უთოთი გასწორებისას  ოდნავ სვრის უთოს
  • შეღებილი თმით დაძინებისას ბალიშზე ეტყობა კვალი
  • წვიმაში ჩამოდის ადვილად და გადადის ტანსაცმელზე.

მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მხარისა, მაინც ძალიან გენიალური მიგნებაა.

შეგიძლიათ შეიღებოთ რამოდენიმე ღერი, ან მთლიანად ბოლოები და ორივე შემთხვევაში თქვენი ვარცხნილობა უკვე განსხვავებული იქნება.

სულ ცოტა ხანია რაც ჩემი ცარცები ჩამომივიდა და უკვე მოვასწარი დატესტვა. შეგიძლიათ თქვენც შეიძინოთ ამაზონზე → დიდი შეკვრა ან პატარა შეკვრა.

ფერების არჩევანი საკმაოდ დიდია, ყველაზე პატარა შეფუთვაში 5 ფერია, ხოლოდ ყველაზე დიდში 30-მდე.

ცარცების მოხმარების წესი:

  1. ისველებთ თმის იმ ნაწილს, რომლის შეღებვაც გაქვთ გადაწყვეტილი;
  2. თმას ოდნავ გრიხავთ და იწყებთ ცარცის ჩამოსმას (ზემოდან ქვემოთ და არა პირიქით);
  3. ცარცი უნდა უსვათ თმას მანამდე, სანამ სასურველ ფერს არ მიიღებს და ყველა ღერი არ შეიღებება.
  4. როდესაც ყველა ზოლს ან ბოლოს შეღებავთ, ოდნავ შეიშრეთ ფენით და შემდეგ გადაიტარეთ თმის უთო. შეღებილი თმა შეგიძლიათ დაიხვიოთ კიდეც.
  5. იმისათვის, რომ ხელები ძალიან არ შეგეღებოთ, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი.

h2