Home სტილი

იცოდი, რომ ყველაზე აქტუალური აქსესუარი შენი თმის ფერია? წელს საქართველოში თვალშისაცემი იყო თმის ფერადი გამები. მოდის კრიტიკოსები საუბრობენ თმის ფერზე სამოსთან ტონალობაში, რომელიც აქსესუართან ასოცირდება.

მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა Prabal Gurung–ის ჩვენებაზე. მოდელ Natalie Westling–ის წითური თმები წითელ გრძელ სვიტერთან კომბინაციაში კრიტიკოსების განსახილველ თემად იქცა.

რამდენიმე დღის შემდეგ Marc Jacobs–მა იგივე ხაზით იხელმძღვანელა – თმის ფერი და სამოსი ერთ ტონში. Prabal Gurung–ისგან განსხვავებით, აქ ყავისფერი, ღია ვარდისფერი და თეთრი თმის ფერები ჭარბობდა.

Alberta Ferretti–მ იგივე ტენდენციით მოხიბლა მაყურებელი. მის ჩვენებებზე ძირითადად თმის წაბლისფერი ფერი ფიგურირებდა, რა თქმა უნდა სამოსთან შეხამებით.

ასე რომ, შეგიძლია გაიზიარო ცნობილი დიზაინერების რჩევები და გამოიყენო თმა, როგორც აქსესუარი.

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?