Home სტილი

დროებითი ოქროს ტატუ, 2015 წლის მოდური ტენდეციაა, რომელიცჩვენს ქალაქში ნელ-ნელა აქტუალური ხდება. პირველად ეს ხელოვნება ცნობილმა დიზაინერმა Karl Lagerfeld-მა 2010 წლის ზაფხულის ჩვენებაზე გამოიყენა, თუმცა მოდის მოყვარულებს ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. 2013 წელს Miranda Barnet-მა გახსნა ხაზი, სადაც დროებითი ტატუ აქსესუარების სახით წარმოადგინა. ოქროსფერმა ტატუმ მასების ყურადღება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიქცია და 2015 წლის ტენდენციად იქცა.

“ოქროს ტატუს” ტენდენცია ცნობილი ადამიანებიდან ყველაზე აქტიურად Beyonce-მ აითვისა.

როგორ დავიტანოთ სხეულზე?

“ოქროს ტატუ” სრულიად უსაფრთხო და მარტივი გასაკეთებელია.

თუ გინდა, რომ ის დიდი ხნით შეინარჩუნო, სანამ ნიმუშს სხეულზე დაიკრავ, კანი ცხიმისგან კარგად გაისუფთავე.

არჩეულ ნახატს მოაშორე პოლიეთილენის დამცავი, დაიკარი კანზე და უხვად დაასველე წყლით. რამდენიმე წუთში, შეამჩნევ, როგორ გადადის ის სხეულზე.

ტატუს მოშორება, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში  არ ემუქრება.

თითებზე შედარებით უფრო მალე გადადის, თუმცა თუ დროზე ადრე მოგბეზრდა, შეგიძლია ნებისმიერი სახის ზეთით თავისუფლად მოიშორო.

სად შევიძინოთ?

გთავაზობთ რამდენიმე ამაზონის ლინკს, საიდანაც შეგიძლიათ ამ პროდუქტის ონლაინ გამოწერა:

ოქროსფერ ზაფხულს გისურვებ Pink-თან ერთად!

 

შენ რას იტყვი?