ჯამბატისტა ვალის გაზაფხული-ზაფხული 2014-ის კოლექცია არის ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური ამ სეზონის კოლექციებიდან. სამოსი, რომელიც თანამედროვე პრინცესას ყველაზე უკეთ შეეფერება.

წლის მთავარი ფერი – ლურჯი ამ კოლექციაშიც ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. მბზინავი ლურჯი, შავი და თეთრი, გაფორმებული სხვადასხვა მოსართავებით და ყვავილების პრინტით იტალიელი დიზაინერის უზომოდ ქალური სტილის კიდევ ერთი ხაზგასმაა.

ზოგადად, მდიდრული ფერები ჯამბატისტა ვალის ხელწერაა, რომელიც ამჯერადაც ადვილად შეინიშნება. ერთი შეხედვით არცთუ თავსებადი ყვითელი, ჟოლოსფერი და წითელი ფერები იდეალურადაა შეხამებული კოლექციაში.

ძალიან მოკლე კაბები ასიმეტრიული ჭრილებით და უკან ფარფლებით ფაქტობრივად შეუმჩნეველს ტოვებს სიგრძეს.

აქსესუარები ამ კოლექციაში ფაქტობრივად არ არის, თუ არ ჩავთვლით შავ ქამრებს, რომლებსაც ძირითადად დეკორატიული დანიშნულება აქვთ და ყვავილების ორნამენტებს, რომლებიც ყელსაბამის და ქსოვილის გასაფორმებლადაა გამოყენებული.

თუ საღამოს ლამაზ კაბას ეძებ, მას ადვილად იპოვი ამ კოლექციაში. ყველა გემოვნების ქალისთვის სასურველი ულამაზესი საღამოს ფრიალა კაბებიც მრავლადაა ძალიან მოკლე კოქტეილის კაბებთან ერთად.