პარიზის მოდის კვირეული, რომელმაც სტარტი კვირას 6 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში აიღო, წამყვანი მოდის სახლების Dior, Versace და Giambattista Valli-ის ჩვენებებით გაიხსნა.

“ჩემი გოგონები არიან ყოველთვის ექსცენტრულები და ბუნებრივები. სწორედ ესაა წარმატების საიდუმლო.” განაცხადა ჩვენების დაწყებამდე დიზაინერმა ალჰამბრა ვალიმ. მოდის კრიტიკოსები კი კოლექციას ნახვამდე უწინასწარმეტყველებდნენ მაღალ გაყიდვადობას.

რომანტიკული და თავისუფალი ქალი, რომელმაც ეს-ესაა გაიღვიძა, ჩაშავებული თვალების დამალვას მზის სათვალით ცდილობს, თმაზე მარტივ თავსაბურავს იკრავს და საყვარელი მამაკაცის თეთრ პერანგს, ულამაზეს პრინტიან კაბასთან ერთად იცვამს.

Giambattista Valli Couture – შემოდგომა 2014-ის ნახვის შემდეგ ოდრი ჰეპბერნის გმირის ასოციაცია ფილმიდან “საუზმე ტიფანისთან” ალბათ ბევრს გაუჩნდება.  უახლოესს მომავალში კი წითელ ხალიჩაზე ამ კოლექციიდან ბევრ ნამუშევარს ვიხილავთ. ამის გარანტიას გვაძლევს დიზაინერის მიერ შექმნილი ყვავილების პრინტით და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ულამაზესი კაბები.