ბრენდის ისტორია 1973 წელს იწყება. gerry weber აერთიანებს მოდას, ცხოვრების სტილს, ხედვას, გამოცდილებას, ინტუიციას-ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს ძლიერი გუნდი მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

ქალური და ელეგანტური ბრენდი თავიდან ქალბატონებს სთავაზობდა დახვეწილ, მოდურ სამოსს და გათვლილი იყო მხოლოდ 30 წელს ზემოთ ასაკის მქონე თანამედროვე ქალბატონებზე, რომელთაც გააჩნდათ მოთხოვნილება, მუდამ მოდურად და გემოვნებით ჩაეცვათ. დროთა განმავლობაში ვებერის მოდის სახლმა გააფართოვა მასშტაბები და თითქმის ყველა ასაკის, ზომის და ფორმის ქალებისთვის საკუთრივ ცალკე შვილობილი ბრენდები ჩამოაყალიბა. ხაზი რა თქმა უნდა უცვლელი კლასიკური, დახვეწილი, მოდური, ჰარმონიული და ნათელი ფერებით სავსე დარჩა.

  • GERRY WEBER
  • GERRY WEBER EDITION- ყოველდღიური(casual) სამოსის ხაზი.
  • G.W. TAIFUN -პატარა ასაკის მომხმარებლისთვის გათვლილი ხაზი.
  • SAMOON by GERRY WEBER -კი სპეციალურად plus size ქალბატონებისთვისაა შექმნილი.

როგორც ვიცი საქართველოში დიდი ზომის ტანისამოსმოსი პრობლემაა, ბრენდ-მაღაზიებში კი თითქმის ვერ შევხვდებით. GERRY WEBER-მა თქვენთვისაც იზრუნა plus size ქალბატონებო. თბილისის ქსელში წარმოდგენილია მაქსიმალურად დიდი ზომის მოდელებიც.

ამ შვილობილი ბრენდების შექმნით GERRY WEBER-ის მოდის სახლმა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის გული მოიგო. გსურს მოდური ბრენდის სამოსი ჩაიცვა? ვინც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა საქმიანობდე-აქ შენს სტილს აუცილებლად აღმოაჩენ.(მთავარია ფინანსებმა ხელი შეგიწყოს).

თბილისში GERRY WEBER-ის მაღაზია პეკინის#23 მდებარეობს. მდიდრული და ელეგანტური დიზაინი, მოხერხებული, ფართო გასახდელები, ყურადღებიანი პერსონალი ამ მაღაზიათა ქსელის სავიზიტო ბარათია. ჩემი აზრით კი “G.W. TAIFUN” არის ყველაზე მომხიბვლელი: ფერებით, ფორმებით და სტილით. ფოტოებიდანაც მიხვდებით -ჩემი რჩეული ბრენდია GERRY WEBER-ში

ხაზი – G.W. TAIFUN
ჟაკეტი – 169ლ
ტოპი – 119
შარვალი – 199
ჩანთა – 409ლ
ხაზი-GERRY WEBER
გრძელი ჟაკეტი-239ლ
ტოპი-119ლ
შარვალი-219
ხაზი- GERRY WEBER
კაბა-139ლ
შარვალი-199ლ
ბლუზი-169ლ
შარფი-69ლ
საფულე-139ლ
ხაზი-G.W. TAIFUN
კაბა-210
საფულე-139

pizap.com13613846910781

pizap.com13613836434061

pizap.com13613858301711

pizap.com13613862735621

pizap.com13613848562651

pizap.com13613887098431

pizap.com13614225956871

pizap.com13614234453431

pizap.com13614239346401

pizap.com13614242561871

“Everybody has to re-invent and re-orientate himself or herself. This is what we live everyday for the well-being of our customers. We are well-positioned for the future.” – გერჰარდ ვებერი, აღმასრულებელი დირექტორი