საღამოს რუსთაველზე სეირნობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მითუმეტეს შოპინგის მიზნით. ვინაიდან და რადგანაც რუსთაველზე უფრო მეტად აქსესუარების მაღაზიები ჭარბობს, ვიდრე  ტანისამოსის, მეც ამ განხრით დავიწყე რაიმე სამკაულის ძიება ჩემი ახალი სვიტრისთვის.

ვინაიდან  ამ ქუჩაზე ხშირად მიწევს ბოდიალი, იშვიათად თუ ვნახავ ისეთ მაღაზიას, რომელშიც ერთხელ მაინც არ  ვარ ნამყოფი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხედველობის არედან გამომრჩა ახლადგახსნილი სამკაულების და ზოგადად აქსესუარების მაღაზია Frey Wille.

“Frey Wille” ავსტრიული ლუქს კლასის ბრენდია, რომელიც პირველად 1951 წელს დაარსდა ვენაში და რუსთაველის N26-ში მდებარე ფილიალი, ჩემდა გასაკვირად, ამიერკავკასიაში პირველი ფილიალი აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად მოქმედებს (მანამდე აზერბაიჯანშიც ყოფილა).

თუ უახლოეს მომავალში ხელფასს ელოდები, ან უკვე გაქვს ფული გადანახული ყველაზე ბრენდული, ლუქს კლასის სამკაულისთვის, მაშინ  ამ მაღაზიას ეწვიე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან თბილი და სასიამოვნო თანამშრომლები ჰყავთ, პროდუქციაზე რომ არაფერი ვთქვა. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეარჩევ შენთვის სასურველ სამკაულს თუ სხვა აქსესუარს.

პროდუქცია გამორჩეული და მდიდრულია, ფერთა გამა კი განსაკუთრებით მომხიბვლელია როგორც ქალბატონებისთვის, ისე მათი პარტნიორებისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია პროდუქციის მოდელებზე ხილვა, ამიტომაც ამ ფოტოებს შემოგთავაზებ:

უშუალოდ პროდუქციის ფოტოები მეტი თვალსაჩინოებისთვის:

შენ  მაღაზიაშივე გაქვს საშუალება ნახო პატარა ესკიზი, თუ რა ფერებში კეთდება პროდუქცია და პატარა მინიატურა იმისა, თუ როგორ კეთდება. ყველაზე მეტად უდიდესი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ფერებმა მომხიბლა.

ნუ შეგაშინებს მაღალი ფასები, მიეცი თავს უფლება ატარო ლუქს კლასის სამკაული, იმიტომ რომ ყველა ქალბატონი იმსახურებს ამას.