Shoes of Prey ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ფეხსაცმლის საკუთარი დიზაინით შექმნის საშუალებას იძლევა.

prey

პროცესი საკმაოდ მარტივია: ირჩევ საწყის დიზაინს და ამატებ შენთვის სასურველ დეტალებს. შეკვეთის განთავსების შემდეგ ფეხსაცმელი მზადდება და იგზავნება გელთან და ტყავის ჩანართებთან ერთად.

კომპანია ავსტრალიაში მოღვაწეობს, თუმცა შეკვეთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგზავნება DHL-ით, ტრანსპორტირება უფასოა.

ფეხსაცმლის ფასები 299 დოლარიდან იწყება, სტილი, რომელსაც აქ წარმოგიდგენთ სადემონსტრაციოდ, სწორედ 299 დოლარად შეაფასა ონლიან მაღაზიამ.

განახლება: 

26 აპრილიდან კომპანიამ დაწია შეკვეთის ფასები და თითოეული სტილის ფეხსაცმელზე მოჭრილი ფასი დააწესა.

prices

ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ფეხსაცმლის დიზაინის პროცესს.

4_592_7750WhitePinkSoftLeatherLightPinkItalianSilkruffle

1. ვირჩევთ სტილს

stilis archeva

მე, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის დიდი მოყვარული, ავირჩევ ექსტრა მაღალ ფეხსაცმლის სტილს.

Screen Shot 2013-04-22 at 5.09.15 PM

2. ვირჩევთ ფეხსაცმლის ცხვირს

cxviris archeva

მე ავირჩიე წინა მხარეს ღია სტილი რუშებით.

Screen Shot 2013-04-22 at 5.10.02 PM

3. ვირჩევთ უკანა ნაწილს

ukana nacilis archeva

ჩემს შემთხვევაში უკანა მხარის არჩევის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ სხვა დიზაინის ცხვირის არჩევის შემთხვევაში მეც შემეძლებოდა უკანა ნაწილის დიზაინის არჩევა

4. ვირჩევთ ქუსლის ტიპს

quslis archeva

ამ შემთხვევაში, გადავწყვიტე, 6-ინჩიანი სტილეტოს ტიპის ქუსლი ამერჩია.

5. ვირჩევთ მასალას და ფერებს

ჩემს ფეხსაცმელს აბრეშუმი მოუხდა, ფეხსაცმლისთვის შავი ფერის აბრეშუმი, და რუშებისთვის იისფერი აბრეშუმის ფაქტურა შევარჩიე, თუმცა სურვილის მიხედვით, შეგიძლია ფეხსაცმელი მაქსიმალურად გააფერადო.

Screen Shot 2013-04-22 at 5.16.42 PM

სულ ეს არის!

რამდენიმე წუთში მივიღე ულამაზესი ფეხსაცმელი, რომელსაც შემიძლია უამრავი გამოყენება და შესაძლო სამოსი შევუხამო.

unnamed
რაც მთავარია, ჩემი ფეხსაცმელი არ იქნება მასობრივი წარმოების და დამზადდება ხელით, ერთხელ და მხოლოდ ჩემთვის.

აი, თუ გაინტერესებს, როგორ მზადდება ფეხსაცმელი Shoes of Prey-ში.

საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი პროცესია, მე აღფრთოვანებული დავრჩი.

ეს კი ჩემი მეორე ქმნილებაა. ამჯერად უფრო ძვირადღირებული მასალა და დიზაინი გამოვიყენე.

unnamed-1

წარმატებულ შოპინგს გისურვებ!