თმის აქსესუარი შეიძლება საყურეზე, ყელსაბამზე ან სხვა სამკაულზე მეტად გამომხატველი იყოს. ბზინებით, ფერადი ქვებით, აბრეშუმისა და მეტალის ყვავილებით გაფორმებული აბადოკები და თმის სამაგრები საუკეთესო საშუალებაა ექსპერიმენტებისთვის. ამ სეზონზე პროფესიონალმა და მოყვარულმა დიზაინერებმა სხვადასხვა სახის თმის აქსესუარის უამრავი ვარიანტი შექმნეს, ეთნიკიდან როკ-ენ-როლამდე, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.
ბრენდმა Flower Me ყვავილებისგან დახვეწილი აბადოკები შექმნა. ყველაფერი ხელნაკეთია და ძალიან ჰგავს ნამდვილს ყვავილებს.
Asos-ის პეპლებიანი თავსამკაული ყვავილების ალტერნატივაა, ხოლო აბადოკი მინი და მიკი მაუსის ყურებით განსაკუთრებული შემთხვევისთვისაა გათვალისწინებული. ეს საუკეთესო საშუალებაა ყურადღების მისაქცევად.
Meadham Kirhhoff-ის კოლექციაში თმის აქსესუარების მთელი სერიაა, რომლებიც თოჯინის სამკაულებს უფრო მოგვაგონებს. მარკის დიზაინერები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო სამკაულებია ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ღალატობს ზომიერების გრძნობა და თვითირონია.
Topshop-ის საზაფხულო კოლექცია დიადემების და მასიური ხასხასა ბზინების სამკაულებისგან შედგება, თუმცა უფრო აქტუალურია ფართო, ხელოვნური ტყავის აბადოკი ან ინდურ სტილში შესრულებული “ტიკა”- მძივი, რომელიც შუბლზე მაგრდება.
თავსაბურავი ვუალით და მეტალის ელემენტებით გლამ-როკის სტილში უნივერსალურია და ერთნაირად მისაღებია კედებთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ტანდემში. Six Lee-ს ინგლისური ვარდებით მორთული და ესპანური ბრენდის, Andres Gallardo-ს აბადოკები სიმერტიული ყვავილებით ყოველდღიურ სამოსს კარგად შეეხამება.
Related posts
1 Comment
Leave a Reply Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
Topshop-is ramodenime aqsesuari momewona da aq msgavsi sad sheidzleba viyido vinmem xomar icit? )))