ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოდური ცხოვრება და დიზაინერების რჩევები.  არსებობენ ქალები, რომლებიც არ მიყვებიან მოდას, თუმცა სინამდვილეში, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც, ისინიც ითვალისწინებენ დიზაინერების რჩევებს და შედეგად ქმნიან ინდივიდუალურ სტილს. აქ წლევანდელი ზაფხულის ტენდენციებს შევეხები.

ტრენდი 1: კომბინიზონები და შორტები

ბევრი მოდის სახლი თანამედროვე ქალებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ისეთ ფერებს როგორიცაა: ნეიტრალური ხორცისფერი, შავ–თეთრი გამები, მკვეთრი ფირუზისფერი და ყვითელი. ასევე აქტუალურია მბზინავი მოსართავები და ფერადი პრინტები. ასე რომ, მთელი წელი გექნებათ სადღესასწაულო განწყობა. ასევე წელს აქტუალურია ყველასთვის საყვარელი კომბინიზონი და შარვალი. გაგიკვირდება და წელს კომბინიზონი მხოლოდ თინეიჯერული და ყოველდღიურად ჩასაცმელი აღარ არის. Ralph Lauren–მა ის იმდენად მიმზიდველი და ქალური გახადა, რომ წვეულებაზე ასე ჩაცმის შემთხვევაში, აუცილებლად აღმოჩნდები ყურადღების ცენტრში.

არანაკლებ ყურადღებას იქცევს შორტიც, რომელმაც მინი ქვედაბოლო ჩაანაცვლა. ასეთი შორტები გვხვდება Vivienne Westwood და Louis Vuitton–ის ჩვენებებზე.

 ტრენდი 2: ელვისებური მოდა

ცნობილი დიზაინერები როგორებიც არიან: Alexander McQueen, Christian Dior, John Galliano, Hermes, Valentino, წელს გვთავაზობენ ძალიან ნაზ და ქალურ კაბებს, ბაცი ფერთა გამით. აქტუალურია აბრეშუმის, შიფონის და გიპიურის კაბები. სიგრძეს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. პრინტით გაფორმებული კაბა კი სინაზეს და სექსუალურობას შეგმატებს.

 

ტრენდი 3: ელეგანტური მოდა

2013 წელს დიზაინერები გვახსენებენ, რომ არ ღირს ორიენტირების გაკეთება სხვა ადამიანზე, როდესაც ვირჩევთ სამოსს, რადგან ყველა ინდივიდუალურია.  მოდის შემფასებელი წელს კიდევ უფრო მკაცრად ეხება გამოსასვლელ ჩაცმულობას და დიდ ყურადღებას უთმობს კაბის, ფეხსაცმლის, თუ აქსესუარის შეხამებას.

ტრენდი 4: გიპიური და 2013 წელი

ეს ქსოვილი ისევ აქტუალურია მოდის სამყაროში. საქმე იმაშია, რომ გიპიურის სამოსს ყველაზე კარგად შეუძლია გამოკვეთოს ქალის სექსუალურობა. შენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ასეთი გამოსასვლელი კაბა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოდის სამყარომ ეს ქსოვილი 2013 წელს მიუძღვნა. ქსოვლის ფერებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფეხსაცმელი და აქსესუარები იდეალურად ეხამებოდეს ერთმანეთს.

ტრენდი 5: მოდის კივილი – ტყავი

ტყავი წელსაც ყურადღების ცენტრშია. გირჩევ, გარდერობში იქონიო როგორც ტყავის მასალისგან დამზადებული ყოველდღიური სამოსი, ასევე გამოსასვლელი კაბაც. ეს ქსოვილი ქალის სექსუალურობასთან ერთად, მის სიძლიერეს უსვამს ხაზს.

ტრენდი 6: კოპლებიანი გარდერობი

მოდის სამყაროში ისევ დაბრუნდა ეს პრინტი და თან არა მარტო ქსოვილზე, არამედ აქსესუარებსა და ფეხსაცმელზეც. არ აქვს მნიშვნელობა კოპლების ზომას თუ ფერს, ჩართე ფანტაზია.

წლევანდელი მოდა ძალიან მრავალფეროვანია, რაც საშუალებას გაძლევს იყო კიდევ უფრო ინდივიდუალური. იყავი უნიკალური და არ განმეორდე, შექმენი საკუთარი სტილი. როგორც ხედავ, არჩევანი დიდია ასე რომ, ჩართე ფანტაზია, მიიღე სიამოვნება და მიიპყარი ყველას ყურადღება.