საბედნიეროდ, ის დრო, როცა საოფისე სტილი მხოლოდ მოსაწყენი შარვლით, ბოლოკაბით ან კოსტუმით შემოიფარგლებოდა, წარსულს ჩაბარდა.

ახლა უკვე შეგიძლია თავს უფლება მისცე და ჩაცმულობაში ორიგინალური შტრიხები შეიტანო. დამალო ფიგურის ნაკლოვანებები და ხაზი გაუსვა უპირატესობებს ისე, რომ საოფისე სტილის ფარგლებს არ გაცდე.

მარტივი რჩევები

  • თუ შენ ტანწვრილი ხარ,  ეს ულამაზესი, სადა შავი კოსტუმი მოგეწონება ESPRIT-ისგან, რომელიც ხაზს გაუსვამს შენს წვრილ წელს და მოხდენილ ფიგურას.
$119.50. www.espritshop.com
  • დაივიწყე მოსაწყენი პერანგები და  აბრეშუმის ბლუზა სცადე განიერი სახელოებით, რომელიც დამალავს მკლავის ზედა ნაწილს და ხაზს გაუსვამს შენს წვრილ მაჯებს. მოდურ ლეოპარდის პრინტს  და ორიგინალურ საყელოს  კი დემოკრატიული ფერები  დააბალანსებს.
$265.00 www.bloomingdales.com
  • თუ შენ ფუმფულა ფორმები გაქვს და გინდა, რომ ეს მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს, უპირატესობა თავისუფალი მოდელის ჟაკეტებს უნდა მიანიჭო, მაგალითად ამ ჟაკეტს Piperlime-სგან.
$99.00 www.piperlime.gap.com
  • თუ შენ კლასიკური ქალური ფორმების: განიერი თეძოს და ვიწრო წელის მფლობელი ხარ,  ეს ვინტაჟის სტილის კაბა მოგიხდება. ერთი მხრივ, ის შენს ვიწრო წელს გაუსვამს ხაზს, მეორე მხრივ, ლათინური A-ს ფორმის ქვედა ნაწილი თეძოებს ვიზუალურად შეამცირებს.
$225.00 www.llbean.com
  • თუ შენი პრობლემური ზონა წელის მიდამოებია,  უპირატესობა მიანიჭე  კაბებს ვიწრო ქამრით. მაგალითად ამ კაბას ზარასგან. ორიგინალური ჭრილი და მაღალი საყელო ყურადღებას შენს სახეზე გადმოიტანს, ვიწრო ქამარი კი ვიზუალურად “შექმნის” წელის ხაზს.
$89.90 www.zara.com
  • თუ გინდა რომ მკერდი ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს, უპირატესობა მკერდთან დამატებითი დეტალების მქონე ბლუზებს უნდა მიანიჭო, მაგალითად ეს ზედა Banana Republic-ისგან.
$49.50 www.bananarepublic.gap.com